თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ყაბაყის სალათი

ყაბაყის სალათი

უმარტივესი, გემრიელი, მსუბუქი სალათი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცალკე, ასევე გარნირად.  სპეციალურად მომარხულეებისთვის და არა მარტო მათთვის :)

1 კგ ქორფა ყაბაყი
1 კონა კამა
2-3 კბილი ნიორი
შავი პილპილი
ზეითუნის ზეთი
ბალზამიკოს ძმარი(ფაკულტ)
მარილი

მომზადების წესი

შეწვით რგოლებად დაჭრილი ყაბაყი.
შეწვის ორი ხერხი: ან ტაფაზე, რაც მეტ დროს,მეტ ცხიმს და დასვრილ გაზქურას ნიშნავს
მეორე: ღუმელში, მსუბუქად გაცხიმულ თუნუქის ფურცელზე დალაგებული, 200 გრადუსზე, ორივე მხრიდან.მე სწორედ ასე შევწვი
მეორე ხერხით ცოტა ცხიმი ჭირდება, ფაქტიურად მშრალად იწვება, ამიტომ შეაზავეთ ზეითუნის ზეთით, სურვილის შემთხვევაში ბალზამიკოს ძმრით, დაჭრილი ნივრით და კამით. გემოვნებიტ დაამატეთ პილპილი და მარილი

კომენტარები

კომენტარი

6 thoughts on “ყაბაყის სალათი

  1. არა, ბადრიჯანს არ ჰგავს ჩემი აზრით :) მე ბადრიჯანი არ მიყვარს, სიმართლე რომ ვთქვა და არ ვჭამ ხოლმე, ყაბაყი კი ძალიან მეგემრიელება :) რატომ არ გამოგივა? არაფერია რთული :)

  2. me badrijanic zalian miyvars da adre mirchies maxsovs yabayic igivenairia zustado da amitom agarc vcade, metqi tu igivea ra azri aqvs mis gaketebastqo.. magram sheni komentaris shemdeg aucileblad vcdi :P

  3. არა, ნამდვილად არ არის იგივე, ბევრად უფრო ნაზია და მსუბუქი, სიმწარეც არ აქვს. რაღაც შუალედურია ბადრიჯანსა და კიტრს შორის :Dჩვენთან თეთრი ყაბაყია გავრცელებული, შედარებით დიდია, ვიდრე მწვანე და თესლიც უფრო მსხვილი აქვს, ამითომ, თუ ძალიან თოთო ყაბაყი არაა, უფრო ტაფაზეა მისი ადგილი. ევროპაში მწვანე ყაბაყია (zucchini – http://bit.ly/xSf9ox) უფრო გავრცელებული და მე, უმად, ჩვეულებრივ სალათშიც ვათლიდი, სიფრიფანა ნაჭრებად, კიტრ-პომიდორ-სალათ-ყველ-ზეთის ხილთან ერთად, გაადასარევი იყო :))

  4. კიტრ-პომიდორ-სალათ-ყველ-ზეთის ხილთან>>> es gansakutrebit shtambechdavi iyo :)))aucileblad vcdi da gagiziarebt shemdeg chems shtabechdilebebs :P

  5. ჰო, ფაქტიურად მთელი რეცეპტი ერთ სიტყვაში ჩავატიე :D მაგ სალათის ფოტოებიც ვიპოვე და დავდებ მოგვიანებით :)

Leave a Reply

Top