თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > მარმარილოსებური კექსი იგივე “ზებრა”

მარმარილოსებური კექსი იგივე “ზებრა”

ჩემს შვილებს უყვართ ეს მარტივი, ზოლებიანი კექსი. როცა ერთ მთლიან ფორმაში ვაკეთებ, სიმეტრიული, ლამაზი ზოლები გამოდის, მაგრამ  მე მგონი არც ასე გამოვიდა ცუდი, გულამოჭრილ კექსის ფორმაში :)

ცომს ყოველთვის სხვადასხვანაირად ვაკეთებ, ხან მაწვნით, ხან არაჟნით, ეს ნამცხვარი ინტერპრეტაციის საშუალებას ნამდვილად იძლევა და იმ ინგრედიენტებზე ვარგებ, რომელიც იმ მომენტში მომეპოვება.

zebracake

500 გ კეფირი

4 კვერცხი

300 გ შაქარი

1 ჩ.კ სოდა

400 გ ფქვილი

2 ს.კ კაკაო

120 მლ ზეთი

ვანილი

 

კეფირს შევურიოთ სოდა, ჩავამატოთ კვერცხი და შაქარი. კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ ზეთი, ვანილი. ბოლოს დავაცრათ ფქვილი. მიღებული ცომის ნახევარი ცალკე გადავიტანოთ და შევურიოთ კაკაო.

ფორმას წავუსვათ ცხიმი და რიგრიგობით ჩავასხათ 2-2 კოვზი შავი და თეთრი ცომი.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 40-50 წუთი

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “მარმარილოსებური კექსი იგივე “ზებრა”

  1. ვცადე ეს რეცეპტი და სამწუხაროდ გული არ გამოუცხვა, ნაპირები გამოცხვა და გული – არა :| რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Leave a Reply

Top