თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ყვავილოვანი კომბოსტოს გრატენი

ყვავილოვანი კომბოსტოს გრატენი

სიტყვა “გრატენმა” არ დაგაბნიოთ, ეს ძალიან მარტივი და გემრიელი კერძია, რომელსაც რუსები “ზაპეკანკას” ეძახიან, ჩვენ კი მობრაწულად გადმოვაკეთეთ. თუმცა უკვე იმდენმა მითხრა რა სასაცილო და სულელური სიტყვააო ეს მობრაწულა, ავდექი და ისევ გრატენი მივაწერე. მოკლედ, დაარქვით როგორც გნებავთ, მთავარია, გემო მოგეწონოთ.

ზოგჯერ ყვავილოვანთან ერთად ბროკოლისაც ვურევ, თქვენც სცადეთ :)

 

1 საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო

200 გ ნაღები 20% ან არაჟანი

2 კვერცხი

კამა

1 ჭ გახეხილი ყველი

მარილი

პილპილი

2 ს.კ საფანელი

 

 _DSC0036 copy

კომბოსტო 2წუთით მოვწალოთ მდუღარე მარილიან წყალში. გადაწურვის შემდეგ დავშალოთ ყვავილედებად ან დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და

გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაში. მოვაყაროთ დაჭრილი კამა და ცოტა ყველი.

ნაღები და კვერცხი ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. თუ ყველი მლაშეა, მარილი აღარ დავამატოთ სოუსს.

მოვასხათ ეს ნარევი კომბოსტოს, ზემოდან დარჩენილი ყველი დავამატოთ და საფანელი მოვაფრქვიოთ.

ვაცხობთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 20 წუთი. ზემოდან გრილის საშუალებით მოვბრაწოთ.

აი, სულ ესაა :) გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top