ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი

ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი

ცოტა ხნის წინ სადღაც წავიკითხე, რომ ყვავილოვანი კომბოსტო მეცნიერების ჯგუფმა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო და აუცილებელ პროდუქტად დაასახელა. მანამდეც მიყვარდა ეს გემრიელი ბოსტნეული, მაგრამ ამის შემდეგ ყოველთვის მაქვს მაცივარში. ის ხომ უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ამასთან დაბალკალორიულია,გემრიელია და მარტივად მოსამზადებელი. მე პირადად ბოსტნეული უმი სახით უფრო მომწონს, ვიდრე ჩათუშული ან შემწვარი, ასე ხომ უფრო ჯანსაღია, თანაც ვაღიარებ, ქურასთან დგომა და ნაირ-ნაირი კერძების კეთება  ზოგჯერ მეზარება…

ორიოდე სიტყვა კრევეტებზეც: თუ ამ ბლოგს თვალს ადევნებთ, ალბათ იცით კიდეც ჩემი სიყვარული ზღვის პროდუქტების მიმართ :)  კრევეტები მართლაც უხდება სალათს და თუ გაქვთ შეძენის შესაძლებლობა და გიყვართ კიდეც, აუცილებლად დაამატეთ, თუ არა და მათ გარეშეც შეიძლება, რაღა თქმა უნდა

coliflower

  400 გ ყვავილოვანი კომბოსტო

150 გ კრევეტი

1 პამიდორი

ცოტაოდენი ოხრახუში და ნედლი პიტნა

1 პატარა თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

3 ს.კ ზეითუნის ზეთი

2 ს.კ ლიმონის წვენი

მარილი

პილპილი

შესაძლებელია ნედლი კიტრის დამატებაც

კრევეტები გავარჩიოთ, დავუტოვოთ მხოლოდ კუდები. მოვასხათ 1 კოვზი ზეითუნის ზეთი და მსხვილად დაკეპილი ნიორი მოვაყაროთ. ამოვურიოთ და დავტოვოთ ასე დასამარინადებლად. მარილს შეწვის წინ მოვაყრით.

უმი ყვავილოვანი კომბოსტო გავხეხოთ მსხვილად ან ფუდ-პროცესორში დავაქუცმაცოთ. ხახვი თხლად დავჭრათ, მწვანილი წვრილად , პამიდორს კი გამოვაცალოთ თესლები და ისე  დავჭრათ. ჩავამატოთ კომბოსტოში.

გავახუროთ მშრალი ტაფა და დავყაროთ ზედ კრევეტები თავის მარინადიანად. იწვება 1-2 წუთში, როცა ორივე მხრიდან გავარდისფრდება მზადაა.. გადავიტანოთ კომბოსტოსთან, მოვაყაროთ პილპილი, მარილი, ზეთი და ლიმონის წვენი.

აი ასეთი მარტივადაა ყველაფერი.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

8 thoughts on “ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი

  1. ნინო კრევეტი სად შეიძინე?,სად იყიდება?.

  2. Howdy! I know this is kinda off topic but I was wondering if you knew where I could get a captcha
    plugin for my comment form? I’m using the same blog platform as yours and I’m having trouble finding one?
    Thanks a lot!

  3. Woah! I’m really digging the template/theme of this website.

    It’s simple, yet effective. A lot of times it’s challenging to get that
    “perfect balance” between superb usability and visual appearance.
    I must say you have done a great job with this. Additionally,
    the blog loads extremely fast for me on Chrome. Outstanding Blog!

Leave a Reply

Top