თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ყვავილოვანი კომბოსტოს კატლეტი

ყვავილოვანი კომბოსტოს კატლეტი

ყვავილოვანი  კომბოსტო ძალიან სასარგებლო პროდუქტია. გთავაზობთ მისი მომზადების კიდევ ერთ გემრიელ ვერსიას.

500 გ ყვავილოვანი კომბოსტო

2 კვერცხი

2 ს.კ. ფქვილი

3-3 ღერი ოხრახუში და ქინძი

2 ნაჭერი ყველი (სურვილით)

1 ხახვი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მარილიან მდუღარე წყალში რამდენიმე წუთით ჩავყაროთ კომბოსტოს ყვავილედები. ძალიან ნუ ჩავარბილებთ.

მოვათავსოთ  ბლენდერის თასში კომბოსტო, ხახვი, მწვანილი, ყველი და დავაქუცმაცოთ. შევურიოთ ფქვილი და კვერცხი, ასევე პილპილი და მარილიც, თუ საჭიროდ ჩათვლით.

გამოვაცხოთ  ზეთიან ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან.

p.s. ბლენდერის არქონა პრობლემა არ არის,გამოიყენეთ ხორცსაკეპი ან სულაც კარტოფილის საჭყლეტი, ხახვს წვრილად დაჭრით, ყველს კი გახეხავთ.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “ყვავილოვანი კომბოსტოს კატლეტი

  1. kargi chaansss..mec vaketeb kvavilovan kombostos kvelit,dzalian martivia…marilian ckalshi cotas movxarshav gadavcurav da gadavitan tafaze movakri cota shav an tetr wiwakas da mere daxexil suligins da vacxob 200 gradusze daaxloebit 10 wuti kveli rom dadned ada odnav moibrawos…..imat visac kvavilovani kombosto ar ukvart
    ase siamovnebiit miirteven :))))

Leave a Reply

Top