თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > Yeni Raki – თურქული იენი რაქი ქართულ ბაზარზე შემოდის

Yeni Raki – თურქული იენი რაქი ქართულ ბაზარზე შემოდის

იენი რაქი [Yeni Raki] ან უფრო ზუსტად, როგორც თურქი მენეჯერი წარმოთქვამდა იენ’ რ ‘ქ სწორედ ის თეთრი, მორძისფერო თურქული სასმელია, რომელიც ბევრს თურქეთში დასვენებისას გაუსინჯავს, ბევრს კი ბოლო დროს ესოდენ პოპულარულ თურქულ სერიალებში უნახავს.

როგორც ჩანს, თურქმა მეზობლებმა ჩათვალეს, რომ საქართველოში თურქული სერიალების გარდა, იქაური კულტურა და უკვე სამზარეულოც საკმაოდ პოპულარულია და ქართული ბაზრისთვის ალკოჰოლური სასმელის, იენი რაქის გაცნობაც თამამად გადაწყვიტეს.

Yeni Raki

რატატუის ავტორებს ამჯერადაც გვხვდა ახალი პროდუქტის დაგემოვნებაზე მიწვევის პატივი :)

ზოგადად, რაქი თურქული ეროვნული სასმელია, ძირითადად ზღვის პროდუქტებთან და მეზე-სთან ერთად მიირთმევენ, ტრადიციულად მაღალ, წვრილ ჭიქაში, წყალთან შეზავებულს.

იენი რაქი რაქის მწარმოებელი ტოპბრენდია არა მხოლოდ თურქეთში. საკმაოდ მაღალი გრადუსი აქვს და ძალიან სპეციფიური გემო, რომელიც ან ძალიან მოგეწონებათ, ან – არა. შუალედურ პოზიციაზე დარჩენა ალბათ გაგიჭირდებათ. anise anisuliეს სპეციფიური გემო განპირობებულია იმით, რომ სასმელის მომზადებისას გამოიყენება ანისული (Anise), ულამაზესი არომატული მცენარე.

თუ ანისის გემო არ გახსოვთ, ბავშვობაში მიღებული ყელის წამლის – სოლუტანის გემო ნამდვილად გემახსოვრებათ. აი სწორედ მას მოგაგონებთ რაქი :)

 

რაქი აუცილებლად ზავდება ჩვეულებრივ წყალთან 1/1 პროპორციით. სწორედ შეზავებისას იღებს სასმელი თეთრ ფერს.

იენი რაქი

დეგუსტაცია რამდენიმე, მაღალი კლასის ქართულ რესტორანში შედგა, ცნობილი კულინარების, მერიკო გუბელაძისა და ვახო ბაბუნაშვილის მიერ შერჩეული და მომზადებული კერძების თანხლებით. მერიკოს დიდი ხანია ვიცნობ და მისი უნარებით და გემოვნებით წლებია აღფრთოვანებული ვარ. აი ვახო ბაბუნაშვილის უგემრიელესი ნახელავის გასინჯვა კი პირველად მომიხდა. ჩემდა გასაოცრად, მე შევძელი და გემრიელად მივირთვი ბატკნის ხორციც კი :)

ცხვრის ხორცი ვახო ბაბუნაშვილი

ვახო ბაბუნაშვილის დესერტი ვაშლი ყავის არომატით

 

ილო ბეროშვილი Ilo beroshvili

ნიკა წულუკიძე nikoloz tsulukidze

ვახო ბაბუნაშვილი Vaho babunashvili მძიმე კაცთან

 

წარმატებას ვუსურვებთ ახალ ბრენდს ქართულ ბაზარზე!

 

ესეც ჩვენ:

თამუნა მირიანაშვილი

 

Yeni Raki იენი რაქი

Tamuna mirianashvili

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top