ხრაშუნები თხილეულით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ხრაშუნები თხილეულით

ხრაშუნები თხილეულით

ამ ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, ვპასიურობთ, არა და უამრავი რეცეპტი დაგვიგროვდა :)   აი, თუნდაც ეს რეცეპტი, რა ხანია ელოდება დღის სინათლეს. არა და ისეთი გემრიელი იყო, ნამდვილად ღირს, რომ თქვენც გაგიზიაროთ :)

 _DSC0034

  • 200 გ დარბილებული კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • 2 დიდი კვერცხი
  • ვანილი
  • 300 გ ფქვილი
  • ½ ჩ.კ დაფქული ჯანჯაფილი
  • ½ ჩ.კ დაფქული დარიჩინი
  • 2/3 ჩ.კ სოდა
  • ½ ჭ დაჭრილი შოკოლადი ან შოკოლადის წვეთები
  • 1 მუჭა კედარის კაკალი (თუ არ გაქვთ, გამოტოვეთ ან ქიშმიშით ჩაანაცვლეთ)
  • 1 მუჭა თხილი, დაჭრილი
  • 1 მუჭა ნიგოზი, დაჭრილი
  • 1 მუჭა შტოშის, ალუბლის, ქლიავის ან სხვა ჩირი, დაჭრილი
  • ½ ჩ.კ მარილი

კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, შევურიოთ კვერცხები, სოდა, ჯანჯაფილი, დარიჩინი, ვანილი. შემდეგ შევურიოთ ფქვილი. ბოლო ეტაპზე ვამატაებთ მარილს, თხილეულს და ჩირეულს.

თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი და ორი კოვზის დახმარებით ცომის პატარა ბურთულები დავსხვათ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი, სანამ ღია ოქროსფერს არ მიიღებს.

ფქვილის ნაწილი შეიძლება ჩანაცვლდეს შვრიით, ასევე ძალიან გემრიელი გამოდის.

 

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top