თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ხრაშუნა ბეზეები

ხრაშუნა ბეზეები



დღეს მინდა კიდევ ერთი გემრიელი დესერტის რეცეპტი შემოგთავაზოთ თინათინ დადიანისგან.

ალბათ გახსოვთ მისი უგემრიელესი ტირამისუ. ახლაც არანაკლებ მადისაღმძვრელ, ხრაშუნა ბეზეებს გთავაზობთ. მაშ ასე:

მომზადების დრო : 10 წუთი
ცხობის დრო : 1.30 საათი.
საჭირო ინგრედიენტები : 6 ახალი კვერცის ცილა,  300 გრამი
შაქარი (ერთ ცილას უნდა 50 გრამი შაქარი ).

გაახურეთ ღუმელი დაახლოებით 90/100 °. ათქვიფეთ კვერცხის ცილა მიქსერით, თქვეფის დაწყებისთანავე მოაყარეთ ცოტაოდენი (!) მარილი. ათქვეფა დაიწყეთ მიქსერის დაბალი სიმძლავრით და დროთა განმავლობაში მოუმატეთ სიმძლავრეს .

როცა შეატყობთ, რომ ცილა კარგად აითქვიფა და მკვრივია, დაიწყეთ შაქრის მოყრა წვიმისებურად (ერთბაშად არ მოაყაროთ მთელი შაქარი !) დარწმუნდით, რომ დამატებული შაქარი აითქვიფა და კარგად შეუერთდა ცილას და მხოლოდ შემდეგ განაახლეთ შაქრის დამატება..
როცა მორჩებით შაქრის მთლიანად დამატებას, 2 სუფრის კოვზის მეშვეობით დაალაგეთ ათქვეფილი მასა კარგად ზეთწასმულ  ფოლგადაფენილ საცხობ ფურცელზე.შეგიძლიათ ბეზეს თქვენთვის სასურველი ფორმა მისცეთ.შედეთ ბეზეები გამოსაცხობად რუმელში და ცხობის დროს არავითარ შემთხვევაში არ გამოაღოთ ღუმელის კარი…
საათნახევარი რომ გავა, გამოაღეთ ღუმელი, აიღეთ ერთი ბეზე, თუ მისი ძირი კარგად არის მშრალი და შეფერილი,ეს იმას ნიშნავს, რომ ცხობის გაგრძელება არ არის საჭირო, თუ ძირი არ არის მოოქროვილი და კარგად გამომშრალი, კიდევ ნახევარი საათით გააგრძელეთ იგივე ტემპერატურაზე ცხობა…შეგიძლიათ ბეზეები ღუმელში დატოვოთ ღამის განმავლობაში, დილას კი მიირთვათ

აქვე ჩემს პატარა იდეასაც დავამატებ: ამ ბეზეებს, ალბათ, ძალიან მოუხდება  გამოცხობის წინ თავზე დაფქულ თხილს ან ნუშის ფირფიტებსთუ მოაყრით, გამოცხობის შემდეგ კი შოკოლადს მოასხამთ :) ღმერთო, უკვე გემოც კი წარმოვიდგინე! მმმმმ…..

კომენტარები

კომენტარი

13 thoughts on “ხრაშუნა ბეზეები

  1. ანტრეში იყიდება ქოქოსის ბეზეები, ცოტა ნაკლებ ფაფუკი გამოდის, ვიდრე სუფთა ბეზე, მაგრამ კარგია.

  2. არ გამისინჯავს სამწუხაროდ :( საერთოდ, ეხლა დავფიქრდი, ბოლოს როდის ვიყავი კაფეში? ბავშვებთან ერთად მეზარება ხალხმრავალ ადგილებში სიარული :(

  3. კრემის "ტუბით" რომ დავდოთ ცილა დაშავდება რამე? ხომ გამოცხვება კარგად?

  4. წესით, კარგად უნდა გამოცხვეს :) თნ ლამაზი ფორმების ექნება. მე ვაპირებ გაკეთებას და შედეგებს მოგახსენებთ

  5. ჩემი ღუმელი ცუდად აშრობს ბეზეებს, მათთვის საჭირო მინიმალური ტემპერატურა არ აქვს :(( 140 გრადუსიდან იწყება ტემპერატურა…

    1. თუ არ სცდი, ვერ გაიგებ :) იმედია გამოვა…

    1. რამდენი გრადუსი აქვს შენს ღუმელს მინიმუმი?

    1. თეა, როგორც იტყვიან – მწიკვი მარილი :) ორი თითით რასაც აიღებთ :)

Leave a Reply

Top