ხორცის რულეტი მოხარშული კვერცხით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ხორცის რულეტი მოხარშული კვერცხით

ხორცის რულეტი მოხარშული კვერცხით

ამ რულეტის მომზადებას ცოტა დრო სჭირდება, გემრიელია და მარტივი. თუ საკუთარი “ლანჩით” გიწევთ სამსახურში ან სადმე სიარული, მაშინ საერთოდ მისწრებაა – ცოტაოდენი ბოსტნეული გარნირად და შესანიშნავი სადილია. მეც სწორედ ამ მიზნით გავაკეთე :) კიდევ ერთი პლუსი – გათბობაც არ სჭირდება, ცივი უფრო გემრიელია.

xorcis ruleti

  • 500 გ ფარში (საქონლის, ქათმის)
  • 3 მოხარშული კვერცხი
  • 1 კვერცხი
  • ½ სტაფილო
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი
  • 2 ს.კ კეტჩუპი

ფარშს დავამატოთ 1 კვერცხი, მარილი, პილპილი, წვრილად გახეხილი სტაფილო, ნიორი და კარგად ავურიოთ.

ფოლგის ფურცელზე დავდოთ ფარშის ნაწილი, დავადოთ მოხარშული კვერცხები და დავფაროთ დარჩენილი  ფარშით.

fd

მივცეთ რულეტის ფორმა, გადავუსვათ კეტჩუპი და ფოლგაში შევფუთოთ. შევწვათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი. ბოლოს ფოლგა გადავხსნათ, რომ ზემოდან მოიბრაწოს, ან გრილი ჩავუროთ. ახალ მომზადებულს მაშინვე ნუ დაჭრით. გაციების შემდეგ უფრო ლამაზად იჭრება, არ იშლება და უფრო გემრიელიცაა, ჩემი აზრით.

ruleti1

 

არჩევანი რომ მქონოდა, ე.წ. “სოფლის კვერცხს” ჩავუდებდი , ხასხასა ყვითელი გულით, უფრო ლამაზი და ეფექტური გამოვიდოდა :)

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “ხორცის რულეტი მოხარშული კვერცხით

Leave a Reply

Top