თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ხორციანი ღვეზელები ფილოს ცომში

ხორციანი ღვეზელები ფილოს ცომში

ეს ღვეზელები ხორციანი ბლინების ერთგვარი ალტერმატივაა, უფრო სწორად, მე მოვამზადე ამ მიზნით. ხორციანი ბლინები ძალიან მიყვარს მაგრამ ბლინების ცხობის დრო ხშირად არ მრჩება.  გემოთი, რა თქმა უნდა , განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ უფრო ცუდი ან კარგია, უბრალოდ – გემრიელია :)

_DSC0014 (Copy)

 

500 გ ფარში

½ ჭიქა ბრინჯი

1 კბილი ნიორი

1 თავი ხახვი

ქინძი

მარილი

პილპილი

ფილოს ცომის ფურცლები საჭიროების მიხედვით

გამდნარი კარაქი ან ზეთი ფილოს ფურცლებზე წასასმელად

 

წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვშუშოთ, დავამატოთ ფარში და გავაგრძელოთ შუშვა, თან პერიოდულად  ვურიოთ რომ  ხორცი თანაბრად მომზადდეს.

ბრინჯი მოვხარშოთ, გავაციოთ და შევურიოთ ხორცს, დავამატოთ ქინძი, მარილი და პილპილი.

ფილოს თითოეული ფენას წავუსვათ ზეთი მსუბუქად, გადავკეცოთ ორად, ისევ  წავუსვათ  ზეთი, კიდევ გადავკეცოთ და დავადოთ ფარში. გადავახვიოთ. შეგვიძლია რაიმე სხვა ფორმითაც მოვახვიოთ.   ბოლოს ზემოდანაც გადავუსვათ ზეთი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ოქროსფერს მიიღებს,

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top