ხორციანი ღვეზელი ფენოვან ცომში |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ცომეული > ხორციანი ღვეზელი ფენოვან ცომში

ხორციანი ღვეზელი ფენოვან ცომში

დღეს ძალიან გემრიელ და მარტივ ღვეზელს შემოგთავაზებთ. ჩემს წუნია შვილსაც კი მოეწონა :) თუ მზა ფენოვან ცომს გამოიყენებთ, მით უფრო გაგიადვილდებათ საქმე :) მე თვითონაც მზა ცომით მოვამზადე

დაგჭირდებათ 500 გ ფენოვანი ცომი, რომელიც უმჯობესია მაცივარშივე გაალღვოთ. საღამოს საყინულიდან  გადაიტანეთ მაცივრის მეორე განყოვილებაში და დილით უკვე მზად იქნება გამოსაყენებლად.

ფარშის ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, მომზადებისას არ ამიწონია, რადგან სხვა კერძისთვის მომზადებული ფარში მომრჩა და სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე ამ ღვეზელის მომზადება. ასე რომ თავად განსაზღვრეთ მიახლოებით :)

ფარშის შესაზავებლად დაგჭირდებათ:
ხახვი,
ნიორი,
2-3 მოხარშული კვერცხი,
ხმელი ქონდარი,
მარილი, პილპილი,
ცოტა ქინძი, ნედლი
დაფნის ფოთოლი

წვრილად დაჭრილი ხახვი ცოტა ზეთში მოშუშეთ,  დაამატეთ ფარში და წყლის დამატების გარეშე განაგრძეთ შუშვა დაბალ ცეცხლზე, თან ხშირად ურიეთ. ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი.

ხორცი წვენს გაუშვებს და ამ წვენშივე მოიშუშება, როცა დაშრება,დაფნა ამოიღეთ, დაამატეთ ხმელი ქონდარი, წვრილად დაკეპილი ნიორი, პილპილი, მარილი.  ცოტა რომ გაგრილდება, დაამატეთ ნედლი ქინძი და დაჭრილი მოხარშული კვერცხი

ღვეზელი შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით გამოაცხოთ, გნებავთ მთლიანი, გნებავთ პორციებად. თავზე ცომს ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით და 180 გრადუსზე აცხვეთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

ასეთი ღვეზელი მცირე ცვლილებით ადრეც გამიკეთებია მცირე ინტერპრეტაციებით. მზა ფარშში ზოგჯერ ბრინჯს ვამატებ, ზოგჯერ მჟავე კიტრს, ზოგჯერ ორივეს ერთად :) ძალიან გემრიელია.

კომენტარები

კომენტარი

One thought on “ხორციანი ღვეზელი ფენოვან ცომში

Leave a Reply

Top