თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ხორციანი ღვეზელები

ხორციანი ღვეზელები

დღეს უგემრიელესი ხორცის ღვეზელების დღე გვაქვს! თუ დაბრაწულ, ფუმფულა ღვეზელებს გულგრილად ვერასოდეს უვლით გვერდს, ესე იგი ეს რეცეპტი სათქვენოა :) ხორცის გარდა გულში ნებისმიერი რამის ჩადება შეიძლება: კარტოფილის, ყველის, ბრინჯი+სოკო, ქათმის ხორცი, თევზი+ბრინჯი+კვერცხი…  მოკლედ, ფანტაზია არ დაიშუროთ.

gvezeli

ცომისთვის დაგჭირდებათ:

  • 500-600 გ ფქვილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჩ.კ საფუარი
  • 1 ჩ.კ მარილი
  • 1 ჩ,კ შაქარი
  • 100 გ წყალი
  • 50 მლ ზეთი

გულსართი

  • 700 გ საქონლის ფარში
  • 1 თავი ხახვი
  •  2 კბილი ნიორი
  • ½ ჭიქა ბრინჯი
  • მარილი, პილპილი
  • დაფნა
  • ხმელი ქონდარი
  • 1 კვერცხი წასასმელად

თბილ რძეში გავხსნათ შაქარი და საფუარი. 10 წუთის შემდეგ, ეს სითხე დავამატოთ გაცრილ ფქვილს. შემდეგ დავამატოთ თბილი წყალი, ზეთი, მარილი და მოვზილოთ ელასტიური ცომი, რომელიც ხელს აღარ მიეკრობა. დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ ფარში და განვაგრძოთ შუშვა, თან ფარში კოვზით კარგად დავანაწევროთ და ვურიოთ . დავამატოთ დაფნა, დავახუროთ თავზე და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე  სანამ გამოშვებულ სითხეს არ დაიშრობს.

პარალელურად მოვხარშოთ ბრინჯი. გადავავლოთ ცივი წყალი და დავწუროთ.

მზა ფარშს შევურიოთ ბრინჯი, ქონდარი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი. შეიძლება მწვანილის დამატებაც. მოხარშული ბრინჯის ჩანაცვლება შესაძლებელია მოხარშული კვერცხით.

ცომი გავყოთ პატარა გუნდებად. დავასვენოთ 10 წუთი. შემდეგ თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ და ჩავუდოთ გულსართი. შევუკრათ ნაპირები, მივცეთ სასურველი ფორმა და დავალაგოთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე. გადავაფაროთ თავზე და კვლავ დავასვენოთ 15 წუთი. ხელახლა ამოფუებულ ღვეზელებს გადავუსვათ რძეგარეული ათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.xorcis gvezeli

გამოდის დაახლოებით 14-16 ცალი. ერთნაირად გემრიელია თბილიც და ცივიც.

გემრიელად მიირთვით და ხშირად გვესტუმრეთ ბლოგზე :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top