თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ხორბლის სალათი იტალიურად

ხორბლის სალათი იტალიურად

იტალიელებს ხომ ძალიან უყვართ ზეითუნის ზეთიანი მარინადები. ცოტ-ცოტას ყველაფერს ამარინადებენ – ბოსტნეულს, ყველს, არომატულ მცენარეებს, თევზს…   ამ სალათში სწორედ ზეითუნის ზეთში დამარინადებული წიწაკა გამოიყენება, რომლის რეცეპტის ნახვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ

xorblis salat

1 ჭიქა კანგაცლილი ხორბალი, ბულგური (იყიდება მარკეტებში, სხვადასხვა ზომაზე დაღერღილი ან მთლიანი)

1 ცალი დამარინადებული წითელი წიწაკა (ან ყვითელი, ან ორივე)

4-5 უკურკო ზეთისხილი

100-150 გ მოცარელა (სამარხვო ვერსიაში მოაკელით)

ნედლი ან ხმელი ბაზილიკი

3-4 ს.კ. სიმინდის მარცვლები(სურვილით)

 

ხორბალი მოხარშეთ ჭიქანახევარ წყალში და გააგრილეთ.  გადაიტანეთ თასში, შეურიეთ დაჭრილი წიწაკა,ყველი, ზეთისხილი და მოასხით წიწაკის მარინადი (სურნელოვანი ზეითუნის ზეთი). მოაყარეთ მარილი და პილპილი

გემრიელად მიირთვით

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top