როგორ მოვამზადოთ ხინკლის პრიალა ცომი სწრაფად |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > როგორ მოვამზადოთ ხინკლის პრიალა ცომი სწრაფად

როგორ მოვამზადოთ ხინკლის პრიალა ცომი სწრაფად

როგორც ზურიკელა იტყოდა, ხინკლის ცომის მომზადების უამრავი ხერხი არსებობს, მაგალითად ილიკო და ილარიონი ხინკლის ცომში კარტოფილის ფქვილს ურევენ, ბებია კი ერთ ცალ კვერცხს შეაზელს ხოლმე…

თუმცა ის ინგრედიენტები, რასაც ქართველები ოდითგან უცვლელად იყენებდნენ პურის ფქვილი, წყალი და მარილია, მაგარი ხელები, ენერგია – ცომის დიდხანს ზელისთვის და გემრიელი წყალი :)

დღეს ხინკლის ცომი რუხი ფქვილის ნაცვლად თეთრი ფქვილით მზადდება და რაც უფრო ქათქათა და პრიალაა მით უფრო უხარია თვალსაც და კუჭსაც. თუმცა დიდხანს ზელა ისევ აუცილებელი პირობაა, რაც ცომს მეტ სიპრიალეს და ხინკლისცომურ სტრუქტურას აძლევს. რამდენს გაქვთ ამ, მაგარი ცომის ზელის და ბრტყელების დრო და ენერგია? მე არა.

ერთ-ერთი გამოსავალი ხინკლის ცომის აი ასე მომზადებაა, როცა თქვენს ნაცვლად ყველაფერს ეს მანქანა გააკეთებს:

ცომს რაც უფრო დიდხანს მოზელთ, უკეთესი გამოვა. შემდეგ საკონდიტრო პარკში გადაახვიეთ და მაცივარში დაასვენეთ.

შეგიძლიათ გააბრტყელოთ ხელით, ან კიდევ უკეთესი – მულტირობოტის ცომის საბრტყელებლით, რომელიც პასტის (მაკარონის ცომის) გასაკეთებლადაა ჩაფიქრებული, მაგრამ ბუნებრივია – ხინკლის ცომსაც იდეალურად აბრტყელებს.

ხინკლის ცომის და გულის მომზადების სრული რეცეპტი იხილეთ ამ რეცეპტში.

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

3 thoughts on “როგორ მოვამზადოთ ხინკლის პრიალა ცომი სწრაფად

Leave a Reply

Top