ხილის უგემრიელესი სმუზი - ვიტამინების საბადო |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ხილის უგემრიელესი სმუზი – ვიტამინების საბადო

ხილის უგემრიელესი სმუზი – ვიტამინების საბადო

ჩვენ ყოველდღიურად თუ არა, დღეგამოშვებით მაინც ვახერხებთ მივიღოთ უფრო მეტი არაჯანსაღი წვენი და სხვა უალკოჰოლო სასმელი, შაქრითა და კონსერვანტებით გაჯერებული, მაშინ, როცა თავად შეგვიძლია მოვამზადოთ ხილის უგემრიელესი სასმელები.

თუ ოდნავ მეტს მოინდომებთ და მითუმეტეს თუ გვერდში Bosch MUM5 – ანუ უჭკვიანესი მულტირობოტიც გყავთ, ყველაზე ჭირვეულ ბავშვსაც კი შეიძლება მოაწონოთ სხვადასხვა ხილისგან მომზადებული სმუზები (Smooth – დაბლენდერებული ინგრედიენტებისგან მომზადებული სქელი სასმელი)

DSC_4244

ეს სასმელიც სწორედ ბოშის სამზარეულოშია მომზადებული, ერთერთი საკვირაო კულინარიული შეკრებისას.

შეგიძლიათ იგივე ინგრედიენტები გამოიყენოთ, ან გემოვნების მიხედვით ცვალოთ. მთავარია გქონდეთ ახალი ხილი, რძე ან ნაყინი, ყინული და მულტირობოტი დიდი ბლენდერით, რომელიც ამ ყველაფერს წამებში დააბზრიალებს და სმუზად აქცევს.

mocvi

მაგალითად:

  • ბანანი
  • მოცვი (ან კივი)
  • პიტნა
  • რძე
  • ნაყინი
  • შაქარი ან სიროფი სიტკბოს დასამატებლად (თუ ბევრ რძეს გამოიყენებთ, სიტკბომ შეიძლება აღარ დაგაკმაყოფილოთ)

chika

ხილს გარეცხავთ, გაასუფთავებთ, მოათავსებთ ბლენდერში და დააბზრიალებთ მაღალ სიჩქარეზე ყინულთან ერთად. ბოლოს ამატებთ რძენ ან ნაყინს და მზად არის!

გაანაწილეთ მაღალ გამჭვირვალე ჭიქებში. დეკორაციისთვის გამოიყენეთ პიტნის ფოთოლი ან თუ გნებავთ კოქტეილის ქოლგებიც :)

სმუზი იდეალურად მიირთმევა მსხვილი საწრუპი ჩხირით :)Tamuna-museridze

museridze

გემრიელად მიირთვით.

 

 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top