თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ხილის ნამცხვარი ბეზეს ქუდით – ზაფხულის ნამცეცი ზამთრის ცივ დღეს

ხილის ნამცხვარი ბეზეს ქუდით – ზაფხულის ნამცეცი ზამთრის ცივ დღეს

ეს გემრიელი ნამცხვარი ზაფხულის ბოლო დღეს გამოვაცხე, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე თქვენთვის გამეზიარებინა. ისეთი არც არაფერია,ახლა რომ ვერ გაიმეოროთ: ატამი ვაშლით,მსხლით ან კომშით თხელი ნაჭრებით შეცვალეთ. ჟოლო გაყინული გამოიყენეთ ან სხვა კენკრით ჩაანაცვლეთ. შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სახეობის ხილით მოამზადოთ, თუნდაც სრულიად განსხვავებულით, მაგალითად გაყინული ალუბლით,ან ფორთოხლით – წარმოიდგინეთ, რა გემრიელი გამოვა!

მე გამოვაცხე საკმაოდ დიდი ზომის, გაზქურის  სტანდარტულ თუნუქის ფურცელზე, სტუმრებისთვის. შეგიძლიათ გაანახევროთ რაოდენობა და საშუალო ზომის ნამცხვარი გამოგივათ.

_DSC0072 (Copy)

 

300 გ შაქარი

400 გ ფქვილი

4 კვერცხი

1.5 ჩ.კ სოდა

500 გ მაწონი

ვანილი

100 მლ ზეთი/გამდნარი კარაქი

1.5 -2 ჭ ნებისმიერი ხილი, გაყინული ან ცოცხალი (მე მქონდა ატამი და გაყინული ჟოლო)

 

კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. გულებს დავამატოთ ნახევარი შაქარი და ავთქვიფოთ,შემდეგ ეტაპობრივად ვამატებთ დანარჩენ ინგრედიენტებს: მაწონს, ზეთს, სოდას, ფქვილს, ვანილს.

ცალკე ავთქვიფოთ ცილა და დარჩენილი შაქარი.

თუ დიდი ზომის ხილს ვიყენებთ, გავთალოთ (თუ საჭიროა) და დავჭრათ საშუალო ზომაზე.

ფორმას წავუსვათ ცხიმი ან ჩავაფინოთ ქაღალდი, დავასხათ ცომი, დავალაგოთ ხილი და ზემოდან გადავუსვათ ბეზე. ვაცხობთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30-40 წუთი, ნამცხვრის სისქიდან და ზომიდან გამომდინარე.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top