თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სხვადასხვა > ხახვის რგოლები

ხახვის რგოლები

ხახვის რგოლები (Onion Rings) ერთ-ერთია სწრაფი, იაფი და გემრიელი “გასართობი” საკვების კატეგორიიდან.

ხახვის რგოლები არაჟნის სოუსთან ერთად

მასალა (8 ადამიანისთვის):

  • 1/2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1/4 ჭიქა სიმინდის “კრახმალი” ან 1/2 ჭიქა ჩვეულებრივი ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი მშრალი კარტოფილის პიურე (სწრაფად მოსამზადებელი პიურეს პაკეტები, იყიდება დიდ სუპერმარკეტებში)
  • წითელი წიწაკა
  • 2-3 ჭიქა პანკო ანუ გამოსაცხობი ფანტელები (შეიძლება საცხობი სუხარით ჩანაცვლება)
  • მარილი
  • მცენარეული ზეთი (შესაწვავად)
  • 2-3 ცალი თეთრი ხახვი, დაჭრილი 6 მმ ზომაზე
  • გაზიანი მინერალური წყალი ან უბრალოდ სოდა და წყალი
+ არაჟანი, ფრანგული სოუსი, ტომატის სოუსი, კეტჩუპი ან რაიმე სხვა სოუსი მისაყოლებლად

მომზადება:
მზადდება ძალიან მარტივად. ცომის მოსამზადებლად ერთმანეთში ვურევთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფქვილს მშრალად და ვუმატებთ გაზიან მინერალურ წყალს, ან ჩვეულებრივ წყალს და ცოტაოდენ სოდას.
ცომი თავიდან გამოდის თხელი, მაგრამ კარტოფილის მშრალი პიურეს შერევა რამდენიმე წუთში შეაასქელებს.
ამასობაში ხახვს ვჭრით 5-6 მილიმეტრის ზომაზე და ვაცალკევებთ რგოლებს.
ცალკე თეფშზე ვყრით პანკოს ან სუხარის ფხვნილს, ხახვის რგოლებს ვავლებთ ცომში (რომელიც უკვე შესქელდა), შემდეგ პანკოს ან სუხარის ფანტელებში და ბოლოს ვათავსებთ ცხელ ტაფაზე, დიდი რაოდენობის ზეთში. რამდენიმე წუთში ხახვის რგოლები მზადაა.
გადაგვაქვს საშრობ ბადეზე და რამდენიმე წუთში მიგვაქვს სუფრასთან, ცხლად, სოუსთან  ერთად.
შენიშვნა: კარგად გაკეთებული ხახვის რგოლები ხრაშუნა უნდა გამოვიდეს და მალე არ უნდა დარბილდეს.

კომენტარები

კომენტარი

3 thoughts on “ხახვის რგოლები

  1. მეც :))გავაკეთე, პანკოს ნაცვლად სუხარში ამოვავლე და ისეთი ლამაზი არ გამოვიდა, როგორც ფოტოზე, მაგრამ სამაგიეროდ გემრიელი იყო <3 დედაჩემმაც კი ვერ დაიწუნა :D

  2. პ.ს. დამავიწყდა მეთქვა, ზუსტად ანალოგიურად შეიძლება ბადრიჯნის თხელი ნაჭრების ამოვლება და შეწვა, კიდევ უფრო გემრიელია :)))

Leave a Reply

Top