თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ხაჭოს კრემიანი რულეტი დედაჩემის მოტანილი ჟოლოთი

ხაჭოს კრემიანი რულეტი დედაჩემის მოტანილი ჟოლოთი

დიდი ხანია თქვენთვის ტკბილეული აღარ შემომითავაზებია. დღეს ჩემი “რეცეპტების რვეული”  მოვქექე და ეს გემრიელი დესერტი შევარჩიე გამოსაქვეყნებლად.  ეს რულეტი ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას მოვამზადე, დედაჩემის მოტანილი უგემრიელესი, სურნელოვანი ჟოლოთი.  მას ხომ ყველაფერი საუკეთესო ყოველთვის ჩემთვის ჰქონდა გადანახული …  ამიტომ  ეს პოსტი სწორედ მას მინდა მივუძღვნა, საუკეთესო ადამიანს ჩემს ცხოვრებაში!

xaWos da jolos ruleti

 

მაშ ასე, ამ ძალიან მარტივი, მაგრამ გემრიელი რულეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 4 კვერცხი
  • 80 გ შაქარი
  • 120 გ ფქვილი

კრემი:

  • 200 გ ხაჭო
  • 1.5 ს.კ შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილიანი შაქარი
  • 100 გ არაჟანი
  • ჟოლო (ან სხვა ხილი)

ruleti

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ  ღრუბელივით, შევათქვიფოთ შაქარი. მიღებულ ბეზეს დავამატოთ გულები და შემდეგ  ფქვილი.  მიქსერის გარეშე ფრთხილად შევურიოთ. ღუმელის სტანდარტულ საცხობ ფორმას დავაფინოთ ქაღალდი და დავასხათ ცომი, კარგად გავანაწილოთ. გამოვაცხოთ დაახლოებით 10-12 წთ 180 გრადუსზე.  მზა ბისკვიტი გადმოვაბრუნოთ პირსახოცზე, ავაძროთ ქაღალდი და ამ ქაღალდის დახმარებითვე ან პირსახოცით გადავახვიოთ სანამ ცხელია. ასე გავაციოთ. ჩემი საცხობი ფორმა ცოტა პატარა აღმოჩნდა ამ ცომისთვის და ფუმფულა მასა მივიღე, თუ სტანდარტულ ღუმელის ტაფას გამოიყენებთ, რომელიც თითქმის ყველა ღუმელს მოჰყვება, უფრო ლამაზ, თხელ ბისკვიტს მიიღებთ.

xaWos ruleti

ავთქვიფოთ ხაჭო და არაჟანი შაქართან და ვანილთან ერთად. გადავხსნათ რულეტი და წავუსვათ კრემი, დავალაგოთ ჟოლო და გადავახვიოთ. სასურველია რამდენიმე საათი მაცივარში გავაჩეროთ. მოვრთოთ სურვილისამებრ. უგემრიელესია! ტბილი ბისკვიტი ძალიან უხდება მომჟავო კრემს და არომატულ ჟოლოს.

გემრიელად მიირთვით!

xaWos kremiani ruleti

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top