თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ხაჭოს მუსი კენკრით

ხაჭოს მუსი კენკრით

საერთოდ ხაჭო არ მიყვარს და ძალით ვჭამ ხოლმე, ამიტომ ვეძებდი რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ხაჭოს გავაგემრიელებდი და ამასთან ერთად არც ძალიან კალორიული ან შაქრიანი იქნებოდა. ერთ-ერთ ბლოგზე აღმოვაჩინე ეს გემრიელი და დიეტური დესერტი, რომელიც ძალიან მომეწონა:
მასალა:

  • 400 გ ხაჭო 9%-იანი
  • 100 გ ღია ფერის თაფლი
  • 10 გ ჟელატინი
  • 3 კვერცხის ცილა
  • 2 ს.კ ლიმონის წვენი
  • სოუსისთვის: 400 გ კენკრა (გაყინული ან ცოცხალი სეზონზე)
  • 2 ს.კ თაფლი
  • ვანილი

ჟელატინი დაალბეთ ლიმონის წვენის და სულ ცოტა წყლის ნარევში.
ხაჭო გაატარეთ საცერში, ხორკლიანი რომ აღარ იყოს და გათქვიფეთ თაფლთან ერთად.
ცილები ათქვიფეთ ცალკე ბეზეს კონსისტენციამდე.
ჟელატინი დაბალ ცეცხლზე გაადნეთ და შეურიეთ ხაჭოს მასას. ბოლოს შეურიეთ ერთმანეთში ცილა და ხაჭო და გაანაწილეთ შესაბამის ჭურჭელში. გააცივეთ მაცივარში რამდენიმე საათით.

მზა მუსი გადაიტანეთ თეფშებზე (შეგიძლიათ რამდენიმე წამით ცხელ წყალში ჩადოთ ჭურჭელი, მუსი ადვილად გადმოვა) და მოასხით სოუსი, რომელიც ასე მზადდება:
გაყინული ხილი გაადნეთ (მე გამოვიყენე მარწყვი, ჟოლო და მოცხარი) წვენი ცალკე გადაწურეთ და წამოადუღეთ რამდენიმე წუთით, ჩაამატეთ ხილი, ადუღებისთანავე გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ თაფლი და ვანილი.

მიღებული სოუსი მოასხით მუსს.

შეგიძლიათ თავზე მოაყაროთ თქვენთვის სასურველი თხილეული (თხილი, ნიგოზი, ნუში, ფსტა)

კომენტარები

კომენტარი

7 thoughts on “ხაჭოს მუსი კენკრით

  1. Link exchange iis notɦing else bսt it iѕ just placing the οther person’s web
    sote link օn your page at suitable placе and otɦer
    person աill аlso do same foг yoս.

  2. I comment when I especially enjoy a post on a site or I
    have something to contribute to the discussion. It’s caused by the sincerness communicated in the
    post I browsed. And after this post ხაჭოს მუსი კენკრით | Rat-ə-too-ee.
    I was moved enough to create a comment :
    ) I actually do have a couple of questions
    for you if you do not mind. Could it be simply me or do a few
    of these comments appear as if they are written by brain dead people?
    :-P And, if you are writing at other online sites, I would like
    to keep up with you. Would you make a list all of your shared sites like your Facebook page, twitter feed,
    or linkedin profile?

  3. Aside from the scenes, the traile would best bbe
    shown in high-definition. Nick just happens to be a cousin of Daisy, who lives with Tom across the water from Gatsby.
    Imprinting the right success-inducing programs on your subconscious mind is probably the single-most powerful ingredient in the recipe
    for success, above and beyond hard-work, education, skills etc.

Leave a Reply

Top