ხაჭაჭა - პიტნიან ყველში შებრაწული ღომი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized > ხაჭაჭა – პიტნიან ყველში შებრაწული ღომი

ხაჭაჭა – პიტნიან ყველში შებრაწული ღომი

xachacha-2

 

დღეს ჩვენი ბლოგის სტუმარია ლალი ჯაბუა, ჩვენი მეგობარი და არაჩვეულებრივი კულინარი. თუმცა, წერა არ მიყვარსო გამოაცხადა, კეთება მირჩევნიაო და „ხაჭაჭა“-ზე ძალიან მოკლედ მოგვიყვა:

„წინა დღის ღომი რომ მორჩებოდა, ბებიაჩემი აზელდა ხელით ღომს და ყველს, უმეტესად სულუგუნს, მაგრამ სულ ერთია, კარგი იმერული ყველიც მიდის.

ამ შემთხვევაში მქონდა ღომი და კარგი, ცხიმმოუხდელ იმერული ყველი, პიტნაში გადაზელილი (ეს შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გააკეთოთ).

ღომი და ყველი ავურიე, ფორმა მივეცი, საფანელში გავახვიე და შევაპიწკინე.

უხდება ცივი არაჟანი :)“

xachacha-1

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top