წითელი ოსპის კატლეტი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > წითელი ოსპის კატლეტი

წითელი ოსპის კატლეტი

ოსპი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია და სხვა სიკეთეებთან ერთად, დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.

იმდენჯერ და იმდენნაირად გავაკეთე უკვე შემიყვარდა კიდეც :D  სხვათა შორის,  ამ ბოლო დროს ოსპით ორი უგემრიელესი კერძი გავაკეთე, რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ მალე.

მანამდე კი ასევე გემრიელი კატლეტი სცადეთ.

ospis katleti

  • 300 გ წითელი ოსპი
  • 1-2 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 საშუალო ზომის სტაფილო
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი, პილპილი
  • 1 დიდი კვერცხი
  • 1-2 ს.კ ფქვილი

(1) ოსპი გავრეცხოთ, დავასხათ 500 მლ წყალი და მოვხარშოთ.  ძალიან უნდა დარბილდეს და ჩაიშალოს.

(2) სტაფილო წვრილად გავხეხოთ, ხახვი, ნიორი და მწვანილიც წვრილად დავჭრათ ან ბლენდერში/ხორცსაკეპში დავაქუცმაცოთ.

(3) ოსპი ცოტა შევაგრილოთ, ისე რომ ხელს არ სწვავდეს, შემდეგ დავამატოთ ყველა ინგრედიენტი და კარგად დავზილოთ. გავაკეთოთ კატლეტები და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.

 

ბუნებრივია, ოსპი პიურეს სახითაც შეგიძლიათ მიირთვათ. ამ შემთხვევაში კვერცხი და ფქვილი აღარ დაამატოთ. მე კატლეტების ფორმით შევნიღბე და ჩემს შვილებს სადილად მივართვი :)

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top