თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ვაფლი

ვაფლი

ინგრედიენტები:

1 ½ ჭიქა ფქვილი
1 ჩაის კოვზი სოდა ან 4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი (baking powder)
½ ჩაის კოვზი მარილი
2 სუფრის კოვზი შაქარი
2 კვერცხი
100 გრ გამდნარი კარაქი
1 ¾ ჭიქა რძე
ვანილი

მომზადება:

მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ კვერცხის გული, რძე, კარაქი და ბოლოს ცალკე კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა.
დავასხათ გაცხელებულ, ცოტა ცხიმ წასმულ waffle maker-ზე

გამზადების მერე შეგვიძლია მოვაყაროთ შაქრის პუდრა, მოვასხათ გამდნარი შოკოლადი, თაფლი, კარამელი, ან მურაბა და მივირთვათ სხვადასხვა ხილთან ან ნაყინთან ერთად.

P.S. ეს პორცია საკმარისია 12-16 ვაფლის გამოსაცხობად.

რეცეპტისა და ფოტოების ავტორი: მატასა

კომენტარები

კომენტარი

8 thoughts on “ვაფლი

  1. აუცილებლად უნდა შევიძინოთ :) მეც რომ მქონდეს, ალბათ ძალიან ხშირად გავაკეთებდი ამას !

    1. სოფო, ამ კონკრეტულ მომენტში სად იყიდება ვერ გეტყვით, თუმცა ბევრგან მინახავს და მიკვირს რატომ აღარ აქვთ. დავაკვირდები და მოგწერთ თუ სადმე ვნახე

Leave a Reply

Top