თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ვაშლისა და კომშის ღვეზელი (“პეროგი”) მარტივად

ვაშლისა და კომშის ღვეზელი (“პეროგი”) მარტივად

ეს რეცეპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ მსხლის ღვეზელის ან ვაშლისა და კომშის ღვეზელის გასაკეთებლად, იმის მიხედვით რა გაქვთ სახლში ან რის ხასიათზე ხართ :)

ავტორი: მარიამი

როგორც უკვე ვთქვით, შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი ხილით. ადვილია და სახალისოც :)


მსხალი გავფცქვენი. დავჭერი სიგრძეზე. ცოტა კარაქში, შაქარში და ნაღებში წამოვადუღე. დავუმატე დარიჩინი.

(ვაშლისა და კომშის შემთხვევაში: მომწიფებული ვაშლი მქონდა დარჩენილი და კომშის ჯემი. ცოტა შაქართან და კარაქთან ერთად მოვშუშე თხლად დაჭრილი ვაშლი. დავუმატე ცოტა კომშის ჯემი. ამოვურიე კარგად და გავაციე)

ცომი წინასწარ მზადდება და სულ ცოტა 1 სთ მაცივარში უნდა იყოს.

ცომისთვის დაგჭირდებათ:

400 გრ ფქვილი
200 გ. ცივი კარაქი
100 გრ შაქრის პუდრა
ცოტა მარილი
2 კვერცხი

დიდხანს ზელა არაა საჭირო. მოვათავსე მაცივარში. შემდეგ კარაქიან ფორმაზე გადაბრტყელებული გადავაფარე ფორმაზე. ჩავუდე გულსართი.


დარჩენილი ცომით სურვილისამებრ მორთავთ ზემოდან. იხილეთ ფოტოები და როგორც მოგიხერხდებათ, ისე გააფორმეთ:

ცხვება 180 გრადუსზე. 40 წუთამდე..


ბოლოს კვერცხის გული გადავუსვი.. ასევე ფოთლებიან ვერსიას, ფოთლები დავამაგრე გულით :)

გემრიელად მიირთვით, უმჯობესია ცხლად. ჩაისთან, ყავასთან, გნებავთ – ნაყინით <3

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top