თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ვაშლის ტარტი ბეზეთი

ვაშლის ტარტი ბეზეთი

ვაშლიანი დესერტები ცივ ამინდებში განსაკუთრებით გემრიელია. თბილ სახლში, ჭიქა ცხელ, არომატულ ჩაისთან, ან სურნელოვან ყავასთან,  შეიძლება საათობით ესაუბრო მეგობრებს  და ვერც კი გაიგო გარეთ მოსისინე ქარის ხმა…  ვაშლის ტარტი კი, ვანილისა და დარიჩინის გამაბრუებელი სურნელით, ასეთი შეხვედრების დაგვირგვინებად შეიძლება იქცეს.

_vaslis tart

ცომი:

200 გ ფქვილი,

100 გ კარაქი

3 მსხვილი კვერცხის გული

50 გ შაქარი

შესაძლოა 1 კოვზი წყლის დამატება დასჭირდეს

 

გული:

6 ვაშლი

2-3 ს.კ. შაქარი

1 ჩ.კ. დარიჩინი

1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა

ვანილი

1-1.5 ს.კ საფანელი

 

ცალკე: 3 კვერცხის ცილა, 3-4 ს.კ შაქარი

 

ფქვილი და შაქარი ერთმანეთში ავურიოთ, ჩავამატოთ დაჭრილი კარაქი და ხელით ავსრისოთ (შესაძლებელია ფუდ პროცესორში დავატრიალოთ)  შევურიოთ კვერცხის გულები. თუ ცომი ცოტა მშრალია, შეგვიძლია 1 კოვზი წყალი დავამატოთ. საბოლოოდ ცომი არ უნდა იყოს ძალიან რბილი და ერთგვაროვანი, თუმცა კარგად უნდა შეიკრას. გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ტარტის ფორმაში (ან ტორტის გვერდებმოსახსნელ ფორმაში) და შევდოთ მაცივარში მინ 30 წთ.

ვაშლი გავფცქვნათ და დავჭრათ კუბიკებად.  ცომის ძირში ჯერ საფანელი მოვაფრქვიოთ (ის ცხობისას ვაშლიდან გამოსულ ზედმეტ სისველეს შეაკავებს) , შემდეგ დავალაგოთ დაჭრილი ვაშლი, მოვაყაროთ ცედრა, ვანილი, დარიჩინი და შაქარი.

შევდგათ ტარტი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით. პარალელურად ავთქვიფოთ მყარი ბეზე, შევათქვიფოთ შაქარი. ღუმელიდან გამოვიღოთ ტარტი, გადავანაწილოთ ზემოდან ბეზე და შევაბრუნოთ უკან დაახლოებით 15-20 წუთით, სანამ ცილა სასიამოვნო ოქროსფერს არ მიიღებს.

შეგიძლიათ მიირთვათ როგორც თბილი, ასევე ცივი. თუმცა ვაშლიანი დესერტები ყოველთვის უკეთესია თბილ მდგომარეობაში.

vaslis tarti beze

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “ვაშლის ტარტი ბეზეთი

  1. კი, ირმა, 24-სმ-იანი იყო. 27-იანისთვის ცოტა ინგრედიენტების მიმატება დასჭირდება, ყველაფერი 1/3-ით გაზარდე, მგონი საკმარისი იქნება

Leave a Reply

Top