თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ვაშლის ქრამბლი

ვაშლის ქრამბლი

ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება ვაშლისგან მოვამზადოთ ქრამბლია. უბრალოდ დავჭრით ვაშლს და დავაყრით ცომს, დიახ, სწორედაც რომ დავაყრით, რადგან გაბრტყელებაც კი არ სჭირდება. განსაკუთრებით გემრიელია თბილი, როგორც წესი, ნაყინთან ერთად, მაგრამ მე მის გარეშე მირჩევნია…

crumble

125 გ შაქარი

80 გ კარაქი (ან მცენარეული მარგარინი, სამარხვო ვერსიისთვის)

150 გ ფქვილი

ვანილი

5 საშუალო ზომის ვაშლი, მომჟავო

1 ჩ.კ. დარიჩინი (თავმოუბმელი)

1 ს.კ. კონიაკი

ნუშის ფირფიტები (ან თხლად დათლილი ნიგოზი)

 

ფხვიერი ცომის ანუ ქრამბლის მოსამზადებლად დაკეპილ კარაქს დავამატოთ ფქვილი, შაქარი, ვანილი და  ხელით კარგად შევურიოთ ერთმანეთს. საბოლოოდ მივიღებთ ქვიშისმაგვარ მასას.

ვაშლები გავთალოთ და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.  გადავიტანოთ კარაქწასმულ საშუალო ზომის ფორმაში, მოვასხათ კონიაკი და მოვაფრქვიოთ დარიჩინი. მოვაყაროთ ფხვიერი ცომი, ზემოდან კი ნუშის ან ნიგვზის ფირფიტები.

გამოვაცხოთ 200 გრადუსზე,ღუმელში,დაახლოებით 20-30 წუთი,(დამოკიდებულია ღუმელზე). ზემოდან რომ შეოქროსფრდება, მზადაა.

ქრამბლი უნდა მივირთვათ თბილი, იდეალურ შემთხვევაში ათქვეფილ ნაღებთან ან ნაყინთან ერთად, თუმცა მის გარეშეც შეიძლება :)

შეგვიძლია ვაშლს რაიმე სხვა ხილიც დავამატოთ, ან სულაც შევცვალოთ. ვფიქრობ ალუბლით, მსხლით, კენკრით არაჩვეულებრივი იქნება

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “ვაშლის ქრამბლი

    1. ბევრგან იყიდება :) ვაგზლის ბაზრიდან დაწყებული სუპერმარკეტებით დამთავრებული. კარფურში ყოველთვის აქვთ ხოლმე

  1. გუშინ გავაკეთე და ისეთი მოწონება დაიმსახურა დღეს ლამის იარაღის მუქარით მაკეთებინებენ დედაჩემის დაქალები ^_^

    ადვილია და არომატული <3

Leave a Reply

Top