თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ვაშლის ნამცხვარი

ვაშლის ნამცხვარი

შემოდგომა ვაშლის ნამცხვრების გარეშე ვერც კი წარმომიდგენია. ხშირად ვამზადებ სხვადასხვა  ვარიაციებს, მიყვარს, როცა ღუმელიდან გემრიელი სურნელი გამოდის და მთელ სახლს დარიჩინის არომატი ავსებს :)

თუ თქვენც გადაწყვეტთ მოამზადოთ, 30 სმ დიამეტრის ფორმისთავის დაგჭირდებათ

ცომი:

3 ჩ.ჭ. ფქვილი

¾ ჩ.ჭ შაქარი

200 გ კარაქი ან მარგარინი

1 ს.კ. მშრალი საფუარი (ძალიან სავსე არა)

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

2 კვერცხი

1 ჩ.ჭ. ცივი წყალი (ან რძე)

მარილი

 

გული: 1 კგ გარჩეული, საშუალოდ დაჭრილი ვაშლი, უმჯობესია მაგარი და მომჟავო, 80-100 გ შაქარი, 50 გ კარაქი, 1 ჩ.კ დარიჩინი, ვანილი

რეცეპტში მითითებულია ერთი და იგივე 240 მლ-იანი ჭიქა.

თასში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი,საფუარი და აურიეთ. დაახეხეთ ცივი კარაქი (მარგარინი). გადაურიეთ, რომ მიიღოთ ფხვიერი, ქვიშასავით მასა. დაამატეთ კვერცხი და აურიეთ. ბოლოს დაასხით ძალიან ცივი წყალი და კოვზით გადაურიეთ, რათა ყვეაფერი ერთად შეერრიოს. არ არის საჭირო რომ ცომი ერთგავროვანი გახდეს. შედგით მაცივარში მინიმუმ 1-1.5 საათი, უკეთესია მთელი ღამე.

მოამზადეთ გული: ტაფაზე მოათავსეთ კარაქი, გამდნარს დაამატეთ  შაქარი. შემდეგ ვაშლი ჩაამატეთ, პერიოდულად  ამოურიეთ და მაღალ ცეცხლზე შუშეთ. ვაშლისგან გამოშვებული წვენი უნდა აორთქლდეს, ტაფაზე მხოლოდ მსუბუქი კარამელი რჩება, რომელშიც ვაშლი იშუშება. როცა სითხე დაშრება, გამორთეთ ცეცხლი, დაამატეთ დარიჩინი და ვანილი, კარგად გადაურიეთ.

ცომი ძალიან ნაზი და წებვადია, ამიტომ სჯობს საცხობ ტაფაშივე გააბრტყელოთ.დიდი ზომის ტაფას მსუბუქად მოუსვით ცხიმი, გადაიტანეთ ცომი და ფქვილიანი ხელებით გააბრტყელეთ. დაადეთ ვაშლის მასა, მოუკარით ნაპირები და ისევ გააბრტყელეთ, ფრთხილად, რომ ცომი არ გაიხეს. ტაფა უნდა იყოს მოზრდილი, რათა ცომს დარჩეს ადგილი აფუების შემდეგ. აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40 წთ, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება.

მიირთვით თბილი ან ცივი

პ.ს. ვაშლთან ერთად შეიძლება დაამატოთ ქიშმიში, ნიგოზი, ლიმონის ცედრა. ქიშმიში უმჯობესია ვაშლთან ერთად მოშუშოთ, დანარჩენი ინგრედიენტები ბოლოს დაამატეთ ცეცხლის გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

6 thoughts on “ვაშლის ნამცხვარი

  1. კვერცხი მიქსერით ავთქვიფოთ თუ უბრალოდ კოვზით შევაზილოთ? :s

    1. კვერცხი შეგუიძლიათ პირდაპირ ჩაამატოთ, ან ცალკე ჩანგლით მსუბუქად ათქვიფოთ. ამ ცომს ზელვა და ბევრი დამუშავება არ სჭირდება, უბრალოდ ინგრედიენტები შეურიეთ, რომ შეწებდეს და ეგაა

      1. ნინო, დიდი ტაფა,მაინც რამხელა უნდა იყოს? კვერცხის რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელე და ცოტა დავიბენი :)))

  2. რეცეპტის დასაწყისში მაქვს მითითებული,30 სმ დიამეტრის :) ოდნავ დიდიც შეიძლება

Leave a Reply

Top