თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Recipes in English > უხორცო ჩანახი – Chanakhi (without meat)

უხორცო ჩანახი – Chanakhi (without meat)

ჩანახი, როგორც წესი, ცხვრის ხორცითა და დუმით კეთდება, თუმცა ცხვრის ხორცის მოყვარული არც ისე ბევრია და შესაბამისად უხორცო ჩანახი არანაკლებ პოპულარულია, განსაკუთრებით მემარხვეთა და ვეგეტარიანთათვის.

ჩანახის ინგრედიენტები ზუსტად იგივეა, რაც აჯაფსანდალის, თუმცა გასაკეთებლად უფრო მარტივია და უფრო ჯანსაღი, რადგან ბოსტნეული ერთიანად იშუშება და არა ზეთში სათითაოდ, რის გამოც უკეთ ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს და ნაკლებადაა გაჯერებული დიდხანს ნადუღი ზეთით.

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი – 6-7 ცალი
  • კარტოფილი – 5-6 საშუალო ზომის
  • პომიდორი – 5-6 საშ.ზომის
  • პაპრიკა (პულგარული წიწაკა) – 4 ცალი (ფერი თქვენ გადაწყვიტეთ)
  • მწვანილი – რეჰანი, ქინძი, კამა, ოხრახუში
  • ხახვი – 2 დიდი თავი
  • სვანური მარილი ან ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ცოტა ძირა
  • ნიორი – 3-4 კბილი (სვანური მარილის შემთხვევაში – ნაკლები)

შენიშვნა: ინგრედიენტების რაოდენობა თავად დაარეგულირეთ, მთავარია ისე გამოვიდეს, რომ ქვაბში ფენა-ფენად ჩაწყობისას ყველაფერმა დაახლოებით ერთნაირი მოცულობა დაიკავოს.

მომზადება:
ცივ ტაფაზე/ქვაბში ვასხამთ ზეთს და მსხვილად დაჭრილ ხახვს ვანაწილებთ თანაბრად, მთელ ზედაპირზე. შემდეც დიდ ნაჭრებად დაჭრილ კარტოფილს ვალაგებთ ერთ ფენად, ვაყრით ჩვეულებრივ მარილს და სუნელებს ან სვანურ მარილს (იგივეს ვიმეორებს ყველა მომდევნო ფენის დალაგებისას). შემდეგ ასევე დიდად დაჭრილი ბადრიჯანი (თუ პატარა ბადრიჯნებია, უბრალოდ შუაზე გაჭერით) + მარილი და დაქუცმაცებული ნიორი + პომიდორი + ე.წ. ბულგარული წიწაკა + ისევ მარილი და ბოლოს მწვანილები.

ტაფას/ქვაბს ვახურავთ თავსახურს მჭიდროდ (შესაძლებელია ვერცხლის ფოლგის გადაკვრაც, რომ უკეთესად ჩახურდეს და სწრაფად ჩაიხარშოს) და საშუალო ცეცხლზე ვდგამთ 20-30 წუთით. 20 წუთის თავზე შეამოწმეთ ჩანგლით კარტოფილი, თუ მოხარშულია, ესე იგი ჩანახი მზადაა.

[დააწკაპუნეთ ფოტოზე უფრო დიდი ვერსიის სანახავად]

გემრიელად მიირთვით :)

English Translation:

Chanakhi (without meat)

Chanakhi is usually made of mutton and vegetables, but I personally prefer the meatless version and usually cook it in Summer. It’s especially popular during the fasting period for orthodox Christians as well as for vegetarians.

What you need is:

  • 6-7 Eggplants (mid-size)
  • 5-6 potatos (mid-size)
  • 5-6 tomatoes (mid-size)
  • 4 paprika (red preferred)
  • Fresh greens: Basil, parsley, coriander, dill 
  • 2 big onions
  • Svanetian Spicy Salt (3 table spoons) or Georgian dry species (seeds): equal amounts of dry coriander, fenugreek and cumin (1,5 tbsp in total)
  • Garlic – 3-4 pieces
  • Oil – 1/2 cup
Take a sausepan and oil it. Cover the pan-surface with sliced onion first and then make layers of vegetables (cut in big pieces) in the following order: potatoes -> eggplants -> tomatoes -> paprika -> greens. Do not forget to add salt+ spices after each layer (check the pictures above)
Finally, cover the pot/pan (dense) and put on the heat (200+ degrees). Do not stir the vegetables!
After 20-30 minutes, check the potatoes, if they’re boiled, your Chanakhi is ready to serve. Serve hot or cold, together with bread.
Bon appetit :)

კომენტარები

კომენტარი

4 thoughts on “უხორცო ჩანახი – Chanakhi (without meat)

  1. მართალია, აჯაფსანდალის გაკეთებისას ბადრიჯანი იმდენ ზეთს ისრუტავს, წარმომიდგენია როგორ ასუქებს, ასე ორთქლში იშუშება. ძალიან მიყვარს ჩანახი, მაგრამ ნამდვილი და ცხვრისდუმიანი არც მე გამისინჯია.

  2. ნამდვილი ჩანახის რეცეპტიც დადე რა, კეცზე რომ მზადდება და მმმმმ უგემრიელესი რომ არის

Leave a Reply

Top