თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > უმი ბოსტნეულის სალათი

უმი ბოსტნეულის სალათი

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად , ნაზამთრალ ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალების მიწოდება სჭირდება. ბევრი ჩვენგანი ამავდროულად სხეულის ფორმაში ჩადგომაზეც იწყებს ზრუნვას და ცდილობს კალორიულ საკვებს მოერიდოს. ბოსტნეულის სალათები ასეთ დროს შეუცვლელია: ორგანიზმი მათგან უამრავ სასარგებლო ნივთიერებას იღებს, ამავ დროულად კი ასეთი საკვები დაბალკალორიული და ჯანსაღია.  სალათების მთელი ხიბლი ისაა, რომ აქ არ არსებობს ზუსტი რეცეპტურა. შეგვიძლია ერთმანეთს შევურიოთ ნებისმიერი ბოსტნეული და ხილიც კი, ჩვენი გემოვნების მიხედვით.  ამჯერადაც სწორედ ასეთ მარტივ და გემრიელ სალათს გთავაზობთ უმი ბოსტნეულით.  ქვემოთ მოყვანილი ინგრედიენტები შეგვიძლია ავიღოთ ჩვენთვის სასურველი რაოდენობით, აქ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

crudite

ორი ულუფისთვის დაახლოებით დაგჭირდებათ:

50 გ ნებისმიერი სალათის ფურცლები

50 გ ისპანახის ქორფა ფოთლები

1 სტაფილო

1  პატარა ჭარხალი

50-60 ყველი ფეტა ან სხვა ნებისმიერი ყველი, რომელიც სალათში გამოდგება

1 მოზრდილი ან 3-4 ჩერი პამიდორი

ზეითუნის ზეთი

ძმარი ბალზამიკო (ან ლიმონის წვენი)

მარილი

ახალდაფქული შავი პილპილი

 

სტაფილო და ჭარხალი გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე. პამიდორი დავჭრათ.

დავჭრათ ყველიც კუბებად.

თასში ან დიდ თეფშზე მოვათავსოთ სალათის ფურცლები და ისპანახის ფოთლები, შევურიოთ გახეხილი ბოსტნეული, ზემოდან მოვაყაროთ ყველი და პამიდორი.

გემოვნებით შევურიოთ ერთმანეთს ზეთი, მარილი, პილპილი და ძმარი (ან ლიმონის წვენი) და ეს ნაზავი მოვასხათ სალათს.

მივირთვათ მაშინვე. ასეთი სალათების შენახვა არ არის რეკომენდებული.

ყველის  გარეშე გემრიელ სამარხვო  სალათს მიიღებთ.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top