თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ვაშლის ტურნოვერსები

ვაშლის ტურნოვერსები

ტურნოვერსები ფენოვანი ცომით გამომცხვარი ღვეზელებია, ვაშლიანი შიგთავსით. ეს შიგთავსი ძირითადად იგივეა, რაც ვაშლის ნამცხვრებში გამოიყენება ზოგადად.  რა თქმა უნდა ,შესაძლებელია  სხვადასხვა კომბინაციები, მაგალითად, სურვილის შემთხვევაში ქიშმიშთან ერთად ან მის ნაცვლად ალუბლის ჩირი დაამატოთ, ასევე ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა, შეგიძლიათ ცოტა ნიგოზიც.  თუ ბოლო მომენტში 1 კოვზ კონიაკსაც არ დაინანებთ, თქვენს ტურნოვერსებს უფრო მომაჯადოებელი არომატი ექნება ;)

მართალია, ტურნოვერსებს სამკუთხა ან ნახევარმთვარის ფორმით აცხობენ,მაგრამ ჩემს მიერ მიცემული მართკუთხა ფორმაც არ არის ნაკლი :D

მაშ ასე, 4-5 მოზრდილი ან საშუალო ღვეზელისთვის მოიმარაგეთ:

400-500 g ფენოვანი ცომი

4-5 ცალი ვაშლი

½ ჩ.კ დარიჩინი

80-100 გ შაქარი

½ ჩ.ჭ ქიშმიში

50 გ კარაქი

1 კვერცხი

ტაფაზე დავადნოთ კარაქი და დავამატოთ შაქარი. ჩავამატოთ ქიშმიში და დაჭრილი, გაფცქვნილი ვაშლიც. ავუწიოთ ცეცხლს: ვაშლი წვენს გაუშვებს, რომელიც შაქართან ერთად ნელნელა შესქელდება და დაკარამელდება. პერიოდულად ამოვურიოთ.  როცა სითხე თითქმის დაშრება, ცეცხლი გამოვრთოთ და დარიჩინი დავუმატოთ.ამ ეტაპზევე, შესაძლებელია ცოტაოდენი კონიაკის დამატებაც.

ცომი გავშალოთ, მსუბუქად გავაბრტყელოთ, დავჭრათ მართკუთხედებად, რომელთა რაოდენობაც უნდა იყოს ლუწი. 1 მართკუთხედზე გავანაწილებთ ვაშლის მასას, კუთხეებზე შემოვუსვამთ ათქვეფილ კვერცხს და დავადებთ მეორე მართკუთხედს.ზემოდან დანით დავსეროთ და გადავუსვათ ისევ ათქვეფილი კვერცხი. ასე გავაკეთებთ დანარჩენებსაც. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ოქროსფერი გახდება.

ფუნთუშების რაოდენობა მათ ზომაზეა დამოკიდებული.  ჩემი საკმაოდ მოზრდილი იყო, 4 თუ 5 გამომივიდა

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “ვაშლის ტურნოვერსები

  1. ნინო გამარჯობააა! შესანიშნავი რეცეპტია და მართლაც შეიძლებ ადვილად გადაიქცეს სამარხვოდ, როგორც ამას ფეისბუქზე წერდნენ. გვერდებზე ქადის საჭრელით უკეთდება ალბათ კიდეები ხომ? და გამომცხვარს ეს კიდეები შეკეცილივით აქვს?

    1. მადლობა მია :)საჭრელით არა, ზემოდან ცომი რომ დავადე ჩანგლით დავაწექი და თან დაეწება, თან ნაჭდევებიც გაუკეთდა :)

  2. დიდი მადლობა რეცეპტისტვის,გავაკეთე და ძალიან მომეწონა მეც და ჩემს ახლობლებსაც:)
    ძალიან ადვილი გასაკეთებელია და თან ძალიან გემრიელი.

Leave a Reply

Top