თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > წვანერი

წვანერი

კერძი ძალიან მარტივია, ბევრ ინგრედიენტებს არ მოითხოვს და საუკეთესოა ღომთან ერთად. სახელს რაც შეეხება, სამეგრელოში, სადაც პირველად გავსინჯე ეს კერძი, ასე მოიხსენიებენ.

ბადრიჯანი მთლიანად გავფვცქვენი და მოვხარშე დაუჭრელად; მოხარშული ბადრიჯანი გავატარე ხორცსაკეპ მანქანაში, წინასწარ მომზადებულ მწვანილებთან (ქინძი, ოხრახუში, რეჰანი), ხახვთან და ნიგოზთან ერთად.

მიღებული მასა შევკაზმე წითელი პილპილით, ყვითელი ყვავილით, მარილით; შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა საკმაზებიც, თქვენი გემოვნების მიხედვით.

რა გამოვიყენე:
ბადრიჯანი – 6ც (დიდი)
ხახვი – 2 ც (საშუალო თავი)
ნიგოზი – 50 გრ.
წითელი პილპილი, ყვითელი ყვავილი, მარილი – გემოვნებით

Mise en Place

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top