თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ტრაიფლი

ტრაიფლი

განახლებულ ბლოგზე პირველად დესერტის გამოქვეყნება ვარჩიე :)  ხომ ძალიან ლამაზია აქაურობა? მე ძალიან მომწონს!  მადლობა ეკას, რომ  ამხელა შრომა გასწია! მალე ყველა ფუნქცია სრულყოფილად აღდგება და კიდევ უფრო შეგიყვარდებათ აქაურობა :)

ტრაიფლი მარტივი და სწრაფი დესერტის სახეობაა,რომელიც სამი ფენისგან შედგება და სახელიც აქედან მოდის.  ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისი მომზადება სხვა დესერტის მონარჩენი მასალისგანაც შეიძლება. თუ დაგრჩათ კრემი, დაამატეთ ნებისმიერი ხილი და ბისკვიტის  ან კექსის ნაჭრები, ან ფხვიერი ნამცხვარი, დაალაგეთ ფენებად, გააფორმეთ და გემრიელი დესერტიც მზადაა

triffle1

ახლა კი იმაზე, რასაც ამ კონკრეტულ რეცეპტში გთავაზობთ:

 

200 მლ ნაღები, ასათქვეფი. (ან სხვა ნებისმიერი თქვენი საყვარელი კრემი)

200 გ ფხვიერი ნამცხვარი (‘’პეჩენია’’)

1 ჩაის კოვზი დარიჩინი (თავმოუბმელი)

100 გ შოკოლადი+6 ს.კ. წყალი ან რძე

1 ჭიქა ჟოლო

 

ფხვიერი ნამცხვარი დაფხვენით, შეურიეთ დარიჩინი.

ნაღები ათქვიფეთ კრემის კონსისტენციამდე. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ შაქარიც დაამატოთ.

შოკოლადი დატეხეთ, დაამატეთ რძე/წყალი და ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ, სანამ ერთგავროვანი პრიალა მასა არ გახდება

6 საშუალო ზომის ჭიქაში გაანაწილეთ ფენებად ჯერ დაფხვნილი ნამცხვარი, შემდეგ კრემი, შემდეგ ჟოლო. ფენები გაიმეორეთ თავიდან. ზემოდან მოასხით შოკოლადი.

მირთმევამდე, შეგიძლიათ მაცივარში გააჩეროთ 20-30 წთ

პ.ს.  როგორც უკვე ვთქვი, კრემის, ბისკვიტის და ხილის შეცვლა შეგიძლიათ გემოვნების, სეზონისა თუ შესაძლებლობის მიხედვით. შოკოლადი შეგიძლიათ გადნობის ნაცვლად პირდაპირ დაახეხოთ.

გამოდის 5-6 ულუფა, გააჩნია რა ზომის ჭურჭელში ააწყობთ

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “ტრაიფლი

Leave a Reply

Top