თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ტორტი ტირამისუ

ტორტი ტირამისუ

ეს იყო ტორტი, რომელიც ჩემმა სტუმრებმა თვალის დახამხამებაში გააქრეს და ყველაზე გემრიელ ტორტად აღიარეს :)  ამ შეფასებას მეც ვეთანხმები, მართლაც სასწაულად გემრიელი ტორტია და მისი საიდუმლო მასკარპონეს კრემშია!  ეს კრემი ჩემი ფავორიტი გახდა, უბრალოდ არაჩვეულებრივია!

ფოტოები ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, ღამით გადავიღე და ძალიან ვჩქარობდი.

tiram

ბისკვიტი

6 კვერცხი

225 გ შაქარი

225 გ ფქვილი

2 ს.კ ლიმონის წვენი

4 ს.კ ზეთი

1.5 ჩ,კ. გამაფხვიერებელი

 

კრემი 

(კრემი მომზადებულია PerfectCook.org-ზე განთავსებული ლუტას რეცეპტის მიხედვით, მაგრამ კვერცხის რაოდენობა გავანახევრე, რადგან აღმოვაჩინე რომ აღარ მქონდა საკმარისი და მაღაზიაში ჩასვლაც ძალიან მეზარებოდა :(  სასწაული კრემია, დიდი მადლობა ლუტას!)

500 მლ ნაღები 35-38%

500 გ მასკარპონე

3 კვერცხის გული

50მლ წყალი

170 გ შაქარი

ვანილი

 

დასანამად:  1 ჭიქა მაგარი ყავა და გემოვნებით ყავის ლიქიორი (ან ღვინო მარსალა, როგორც ნამდვილ ტირამისუშია)შესაძლებელია კონიაკით ან ვისკით შეცვლაც

დეკორისთვის გახეხილი შოკოლადი ან კაკაო

 

ბისკვიტის ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. გულები და ცილები გავაცალკევოთ. გულებს დავასხათ ლიმონის წვენი და ზეთი, მსუბუქად ავურიოთ ჩანგლით.

ცილას დავამატოთ მწიკვი მარილი და ამოვიყვანოთ ბეზე. შევათქვიფოთ შაქარი.

სილიკონის ნიჩბით ან ხელის სათქვეფით, მიქსერის გარეშე შევურიოთ კვერცხის გულები, შემდეგ კი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ფქვილის შერევა ხდება დელიკატურად, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, თან ჯამს ვატრიალებთ.

მზა ცომი ჩავასხათ 28 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე.  სავარაუდოდ რომ მივხვდეთ როდისაა მზად, ბისკვიტს დავაკვირდედ, სასიამოვნო ოქროსფერი უნდა დაჰკრავდეს და ღუმელიდანაც სურნელი გამოდიოდეს კარის გამოუღებლად.   დაახლოებით 40 წუთში ჩხირით შევამოწმოთ, თუ მშრალია ე.ი. მზადაა.

სანამ ბისკვიტი კარგად გაცივდება, ვაკეთებთ კრემს.

მასკარპონე ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, ნაღები კი კარგად გაციებული.

შაქრითა და წყლით გავაკეთოთ სიროფი და წამოვადუღოთ. პარალელურად ავთქვიფოთ კვერცხის გულები,  დაახლოებით 5 წუთიანი დუღილის შემდეგ,სიროფი სქელი და ბლანტი გახდება, ძალიან ცივ წყალში ჩაწვეთებისას რბილი ბურთულა უნდა შეიკრას. მიღებული სიროფი წვრილ ხაზად ჩავუშვათ კვერცხის გულებში და თან ვთქვიფოთ მიქსერით, სანამ ეს მასა არ გაგრილდება. საბოლოოდ მივიღებთ ძალიან ფაფუკ, ჰაეროვან  მასას. შევათქვიფოთ მასში მასკარპონეც.

ავთვიფოთ ნაღები კრემის კონსისტენციამდე და მიქსერის გარეშე ხელის სათქვეფით ან ნიჩბით შევურიოთ მასკარპონეს მასას. ვანილიც დავამატოთ.

ბისკვიტი გავჭრათ სამად. დავნამოთ ყავით, რომელსაც შერეული აქვს ლიქიორი ან კონიაკი. ყავაში შესაძლებელია 1 კოვზი შაქარიც დავამატოთ. წავუსვათ კრემი.

tiramisu

დეკორისთვის გამოვიყენოთ გახეხილი შოკოლადი ან კაკაო. დარწმუნებული ვარ, თქვენ უკეთესად მოახერხებთ ტორტის მორთვას, უნდა ვაღიარო, დეკორი არც თუ ისე კარგად გამომდის ;)

ტორტი 1 ღამით გავაჩეროთ მაცივარში, მირთმევამდე 30 წუთით ადრე კი გამოვიღოთ ოთახის ტემპერატურაზე

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

4 thoughts on “ტორტი ტირამისუ

  1. nino ulamazess dekorebs aketeb.es torti rom davinaxe avgfrtovandi,rogorc sheni yvela recepti es tortic unaklod shesrulebulia. umagresii xar. nino, “yvavilovani kombostos salata” da “umartivesi shokoladis kamfeti” am receptebshi kitxvebi dagitove da rom moicli mipasuxe gtxov. didi madloba. <3

  2. ნინო, 225 გ ფქვილი ბევრი ხომ არაა ამ ბისკვიტისთვის? ფოტოზე ფუმფულა ბისკვიტი ჩანს და ეს რაოდენობა ცოტა ბევრი მეჩვენება ასეთი ,,სიფუმფულის” მისაღებად :)

Leave a Reply

Top