თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > ტოლმის ფესტივალი თბილისში

ტოლმის ფესტივალი თბილისში

დღეს თბილისში ტოლმის ფესტივალი ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი “შუშანიკ”, სომხური კულტურის ცენტრის მხარდაჭერით.

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის განაცხადში ხაზგასმით იყო მითითებული ღონისძიების მიზანი – “სომხური ტრადიციული კერძების პოპულარიზაცია”, მე მაინც თავს შევიკავებ იმის მტკიცებისგან რომ ტოლმა სომხური კერძია (ან არ არის) და უბრალოდ აღვნიშნავ რომ ეს იყო ტოლმის სომხური ვარიაციების ფესტივალი.

ერთნი ამბობენ რომ ტოლმა თურქულია, მეორენი ბერძნებს მიაწერენ, ზოგი აზერბაიჯანს მიაკუთვნებს და ასე გაუთავებლად, მაგრამ დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ რომ ტოლმა ოსმალური სამყაროს დანატოვარია, რომელიც სხვადასხვა ვარიაცებით არის გავრცელებული სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად თითოეული ქვეყანა მისთვის დამახასიათებელი მომზადების წესით და გემოთი იწონებს თავს.

დღევანდელ ფესტივალზე თბილისში მცხოვრებმა სომხური ოჯახების დიასახლისებმა წარმოადგინეს სახლში მომზადებული ტოლმის სხვადასხვა სახეობა: კომბოსტოთი, ვაზის ფოთლით, ხორცით (ქათმის, საქონლის), სამარხვო, ბოსტნეულის, ხორცის გარეშე, შერეული და ა.შ.

tolmisfestivali

ფესტივალი გასაოცრად მრავალფეროვანი იყო, არ ველოდი ტოლმის ამდენ სახეობას, განსაკუთრებით საინტერესო და გემრიელი იყო ხორბლის ტოლმა, რომლის ავტორმაც მესამე ადგილი მოიპოვა ფესტივალის კონკურსში.

ვიდრე ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენდა, ქორეოგრაფიული ანსამბლი და მომღერლები ართობდნენ მოწვეულ სტუმრებს.

somxuriansambli

 

საინტერესო საკითხავი ტოლმის შესახებ ლინგვისტუსის ბლოგიდან  

ფოტოები რატატუის FB გვერდზე

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.” ― Oscar Wilde თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://eatandtour.com

Leave a Reply

Top