თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ტკბილი ფლავი

ტკბილი ფლავი

მარხვაზე მყოფთათვის (და არა მხოლოდ) ტკბილი ფლავი ერთერთია გემრიელობათაგან :)

flavi

ტკბილ ფლავს სხვადასხვაგვარად აკეთებენ, მშრალს, ცხიმიანს, ცოცხალი ხილით, ჩირით თუ მურაბით.

ჩემს ვერსიაში 250 გრამი ორთქლში გამოყვანილი ბრინჯი გამოვიყენე, 1/2 კომში, 1 ვაშლი, 10 ცალი გარგარის ჩირი, 1 მუჭი ქიშმიში და 3 სუფრის კოვზი ფორთოხლის ცუკატები (რომელიც მე თვითონ გავაკეთე ნინოს რეცეპტის მიხედვით: http://ratatui.ge/fortoxlis-cukatebi/ ), + 1 ჭიქა შაქარი, მარილი, ვანილი და 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი.

სანამ ბრინჯი მარილიან წყალში იხარშებოდა, ზეთში და შაქარში ქიშმიში, დაჭრილი გარგარის ჩირი და ცუკატები მოვშუშე. როცა ქიშმიშები დაიბერა და დაიბრაწა, კომში და ვაშლიც დავუმატე, ასევე წვრილად დაჭრილი. ბოლოს ვანილი და დარიჩინი.

ამასობაში ბრინჯიც მოიხარშა, გავწურე, მოშუშულ ტკბილეულში ჩავყარე და ფრთხილად ამოვურიე.

სცადეთ, მოგეწონებათ, თანაც ადვილია, თუ ორთქლში გამოყვანილ ბრინჯს იყიდით, სულ 20 წუთი დაგჭირდებათ. თანაც, გარანტირებულად, ბრინჯი არ ჩაგეშლებათ და არც გაწურვის და გაშრობის პროცედურების ჩატარება და შელოცვა დაგჭირდებათ, რომ ფლავი არ ‘ჩაფლავდეს’ :D

flavi

ასევე იხილეთ: ნინოს ტკბილი ფლავის რეცეპტი.

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top