თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > Tiramisu – ტირამისუ

Tiramisu – ტირამისუ

Tirami su- ამიტაცე!  სწორედ ასე თარგმნიან ამ გენიალურად მარტივი, უგემრიელესი დესერტის სახელს იტალიურიდან. მოამზადეთ საღამოს, ანებივრეთ მაცივარში მთელი ღამით, დილით კი სურნელოვანი ყავის ან ჩაის თანხლებით მიირთვით :) აუცილებელი დეტალია ის, რომ ამ დროს არ იჩქაროთ, ყოველი ლუკმა დააგემოვნოთ და იგრძნოთ როგორ დნება პირში…  ბედნიერების შეგრძნება კიდევ უფრო მატულობს, თუ მზიანი დილაა და სხივები სახეზე გეთამაშებიან, სადმე ახლოს კი თუნდაც ერთ მწვანე ფოთოლს ან ყვავილს შეამჩნევთ :)))  მერე ისღა დაგრჩენიათ საყვარელ ადამიანს მხურვალედ აკოცოთ და საქმეებს შეუდგეთ “ბედნიერი კალორიების” დასახარჯად :)

ტირამისუ

ჩვენს ბლოგზე უკვე დევს ამ უგემრიელესი დესერტის 2 რეცეპტი, მაგრამ, ფიქრობ, მესამე ტირამისუც არ იქნება ზედმეტი  :)  მაშ ასე, მოიმარაგეთ:

400 გ სავოიარდი savoiardi  ( (შეიძლება ეწეროს  lady fingers  ან biscuits à la cuillère, boudoirs )
500 გ მასკარპონე
3 კვერცხი
150 გ შაქარი
250-300 მლ ყავა (მაგარი)
2-3 ს.კ ვისკი, რადგან მარსალა არ მქონდა
კაკაო

კვერცხი და მასკარპონე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

მდუღარე წყალში გახსენით 2 კოვზი ყავა, ცოტა შაქარი საერთო რაოდენობიდან (1-2 კოვზი) და გაგრილებულს დაამატეთ ალკოჰოლი.

ინგრედიენტები

კვერცხის ცილისგან ათქვიფეთ მყარი ბეზე, გულებს კი დაამატეთ შაქარი და გათქვიფეთ გათეთრებამდე, სანამ შაქარი არ გაიხსნება. დაამატეთ მასკარპონე და ისევ კარგად გათქვიფეთ.

ბოლოს ამ მასაში ჩაუშვით ბეზე და ფრთხილად ამოურიეთ მიქსერის გარეშე, კოვზით ან ხელის სათქვეფით, ან სულაც მიქსერით “ფეხით” :) მიიღება ჰაეროვანი, ნაზი კრემი.

სავოიარდები დასველეთ ყავაში ერთი მხრიდან(2 წამით ჩადეთ და ამოიღეთ), მჭიდროდ ჩაალაგეთ გვერდებიან ფორმაში, დაადეთ კრემის ფენა, შემდეგ ისევ ყავიანი სავოიარდები და კრემი, ზემოდან მოაყარეთ კაკაო და მაცივარში შედგით მთელი ღამით.

რადგან ტირამისუში  კვერცხი უმად გამოიყენება, ის აუცილებლად ახალი უნდა იყოს.

ტირამისუს სხვა რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.

კომენტარები

კომენტარი

7 thoughts on “Tiramisu – ტირამისუ

  1. nino mascarpones sxva verafrit ver shevcvlit? es orcxobila advili mosapovebelia? zalian minda tiramisus gaketeba da mgonia rom advilad mer movizieb ingredientebs da amitom tavs vikaveb :(სავოიარდები დასველეთ ყავაში ერთი მხრიდან(2 წამით ჩადეთ და ამოიღეთ), მჭიდროდ ჩაალაგეთ გვერდებიან ფორმაში, > nin am mxidan unda davdot pormahsi tu mshrali mxridan?P.S. shesavali ra sayvarlad gadavikitxe gimili amitamashda saxeze da sixaruli momgvara :P magari iyo :D

  2. მარი სავოიარდები შემხვედრია ნიკორაში, შირნჰოფერში, ჯორჯიტაში, პოპულში და რათქმა უნდა გუდვილში, მე ჯორჯიტაში ვიყიდე 400 გრამიანი 5 ლარის ფარგლებში ღირდა, გუდვილში იგივე 8 და რაღაცა (ყაჩაღები), მასკარპონე გუდვილში არისო, ტუმცა მე მოსკოვიდან ჩამოტანილი მქონდა, შეგიძლია შეცვალო სხვა კრემ-ყველით, მაგალიტად ARLA-ს ფირმის buko, მარკეტებშიცაა და ბაზრობაზეც. სველი მხრიდან ზემოთ დადე :)აქ წერია შემცვლელზე http://www.ratatui.me/2010/04/blog-post_29.html ეს კი ყველი ბუკო http://www.arlafoods.de/produkte/buko/buko-klassische-producte/buko-der-sahnige1/

  3. ” მერე ისღა დაგრჩენიათ საყვარელ ადამიანს მხურვალედ აკოცოთ და საქმეებს შეუდგეთ “ბედნიერი კალორიების” დასახარჯად “

  4. ” მერე ისღა დაგრჩენიათ საყვარელ ადამიანს მხურვალედ აკოცოთ და საქმეებს შეუდგეთ “ბედნიერი კალორიების” დასახარჯად” -სწორედ ასეთი დილა მქონდა დღეს, წუხელ მოვამზადე ამ რეცეპტის შესაბამისად და დილით დავაგემოვნეთ, უგემრიელესი გამოვიდა, რაც მთავარია ვისთვისაც იყო განკუთვნილი ის აღფრთოვანდა <3 დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ასეთი სრულყოფილი რეცეპტებისთვის :)))

    1. ნინო, ძალიან მიხარია :) დიდი მადლობა :)

  5. es gavsinje qorwilshi da gadavirie ise momewona, bevrjer mqonda es recepti nanaxi magram didad ver movixible da awi aucileblad unda vcalo

Leave a Reply

Top