ტირამისუ კენკრით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ტირამისუ კენკრით

ტირამისუ კენკრით

ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ტირამისუ – საოცრად გემრიელი იტალიური დესერტი. ამჯერად მის განსხვავებულ ვარიანტს გთავაზობთ, რომელიც პარიზში მცხოვრებმა მეგობარმა, თინათინ დადიანმა მოამზადა, ფოტოზე აღბეჭდა და ჩვენც გაგვიზიარა. უღრმესი მადლობა თიკოს :) კიდევ ველით მისგან გემრიელ რეცეპტებს :)

✔ 2 შეკვრა ორცხობილა ”lady fingers” (შეიძლება ეწეროს savoiardi იტალიურად ან biscuits à la cuillère, boudoirs ფრანგულად)
✔ 500-600 გ კენკრის ნარევი (ჟოლო, მარწყვი, მაყვალი, მოცვი, მოცხარი…მოკლედ, რაც გსურთ)
✔ 300 გ მასკარპონე
✔ 3 კვერცხი
✔ 3 ს.კ შაქრის პუდრა
✔ 1 ჭიქა (დაახლოებით) მარწყვის ან ჟოლოს წვენი
✔ მწიკვი მარილი ბეზესთვის

მასკარპონე გამოიღეთ მაცივრიდან, რათა მომზადებისას ოთახის ტემპერატურის იყოს.
გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გულები ათქვიფეთ მიქსერით შაქართან ერთად გათეთრებამდე. მიიღებთ ჰაეროვან, მუსის მსგავს მასას. დაამატეთ მასკარპონე და კარგად შეათქვიფეთ.

ცალკე ათქვიფეთ ცილებისგან ბეზე + ცოტა მარილი. შემდეგ ფრთხილად, ხის კოვზით გადაურიეთ ერთმანეთს ბეზე და მასკარპონეს მასა.

ბისკვიტები წამიერად ჩააწეთ ხილის წვენში (ეს ბისკვიტები ღრუბელივით ისრუტავს სითხეს და თუ ზედმეტად დაალბობთ, დაიშლება), დაალაგეთ გვერდებიანი ჭურჭლის ძირზე, დაადეთ ჯერ ხილის ფენა, შემდეგ კრემის. კვლავ გაიმეორეთ ბისკვიტები + ხილი + კრემი. დაასრულეთ კრემის ფენით.

შედგით მაცივარში და მიირთვით კარგად გაცივებული. იდეალურია წინა დღის მომზადებული.

პ.ს. მასკარპონე იყიდება გუდვილში, ჯიმარტში, შეიძლება სხვაგანაც. სავოიარდი თითქმის ყველა სუპერმარკეტში: გუდვილი, ჯიმარტი, შირნჰოფერი, ჯორჯიტა, ნიკორა, ალბათ პოპულშიც (თუ სწყალობთ :D )

კომენტარები

კომენტარი

4 thoughts on “ტირამისუ კენკრით

  1. I know this if off topic but I’m looking into starting my own blog and was wondering what all is required to get setup? I’m assuming having a blog like yours would cost a pretty penny? I’m not very web savvy so I’m not 100% certain. Any recommendations or advice would be greatly appreciated. Many thanks

  2. DreamProxies.com : least expensive high level private proxies with 50% lower price! High level quality, Unrestricted proxies, Extremely speed and Least expensive charges : only $0.25 for every proxy! Ideal personal proxies only on DreamProxies.com

Leave a Reply

Top