თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ჩემი საყვარელი ტორტი “ტირამისუ”

ჩემი საყვარელი ტორტი “ტირამისუ”

ეს ტორტი ანასთვის გავაკეთე, დაბადების დღის საჩუქრად. ანა რამდენიმე თვის წინ შემთხვევით გავიცანი ფეისბუქზე, ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც სან ფრანცისკო bay area-ში მცხოვრები ქალები ათას საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას უზიარებენ ერთმანეთს. მისი მეუღლეც თბილისიდან იყო, სწორედ ამიტომ დამიკავშირდა. ანა ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია მათ შორის ვინც აქ გავიცანი (არანაკლებ კარგები, სხვათაშორის). ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. ანას ენერგია და ოპტიმიზმი, ამერიკული ცხოვრების გამოცდილება სწორედ დროული იყო ჩემთვის.

მინდოდა  ტორტი ძალიან გემრიელი გამოსულიყო და მგონი მიზანს მივაღწიე კიდეც. ტორტი დაჭრიდან ზუსტად 60 წამში შეიჭამა :D

ტირამისუს იმდენნაირი რეცეპტი გვაქვს ბლოგზე, გაკეთებას თუ გადაწყვეტთ, შესაძლოა არჩევაც გაგიჭირდეთ. ეს არ არის კლასიკური ტირამისუ, ეს ტორტია, ბისკვიტით, მასკარპონეს კრემით, ბევრი კენკრით და ზემოდან შოკოლადით.  ჩვენ Mixed berries tiramisu-დ მოვიხსენიებთ.

tiramisu cake

 

პირველ რიგში ვაცხობთ ჩვეულებრივ, კლასიკურ ბისკვიტს 22-23 სმ დიამეტრიან ფორმაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ ტორტის ბისკვიტის რეცეპტი ან რომელიმე თქვენი ფავორიტი, მსუბუქი ბისკვიტის რეცეპტი. მე ბისკვიტი 5 კვერცხით გავაკეთე (შესაბამისი პროპორციით დანარჩენი ინგრედიენტებიც).  5 კვერცხიანი ბისკვიტი 22 სმ ფორმაში საკმაოდ მაღალი გამოდის და სამ ფენად ვჭრი. მთავარი საიდუმლო არის იდეალურად ათქვეფილი ბეზე. ის ისე უნდა ათქვიფოთ, რომ მიიღოთ ძალიან მკვრივი, სქელი მასა, რომელიც მყარად ინარჩუნებს ფორმას, მიქსერის ფეხს რომ დაუსვამთ, თიითქოს “კარაქივით იჭრება”. დაბალ სიჩქარეზე შეურევთ კვერცხის გულებს და ცხიმს, შემდეგ კი, მიქსერის გარეშე, ქვემოდან ზემოთ მოძრაობებით ფრთხილად შეურევთ გაცრილ ფქვილს.

მეორე საიდუმლო: არ წაუსვათ ცხიმი ფორმას! ძირზე დააფინეთ ქაღალდი ამგვარად: ფორმის ძირს დააფინეთ მასზე უფრო განეირი ქაღალდის ნაჭერი, შემდეგ დაადეთ რკალი (გვერდები) და დაკეტეთ. გადაიტანეთ მუსივით ფუმფულა ცომი, მოასწორეთ და გამოაცხეთ 170 გრადუსზე . ჩემს ღუმელში 30-40 წუთი სჭირდება.  ღუმელიდან გამოღების შემდეგ ფორმაშივე დატოვეთ ცოტა ხანს, შემდეგ შემოატარეთ გვერდებში დანა და ფორმა გახსენით.

წინასწარ მოამზადეთ ხილი. მარწყვი, მოცვი, ჟოლო, მაყვალი გარეცხეთ და შეაშრეთ ხელსახოცზე.

დაგჭირდებათ დაახლოებით:

500-600 გ მარწყვი

200-300 გ მოცვი

100 გ მაყვალი

100-150 გ ჟოლო

მარწყვი და ჟოლო ან მოცვი აუცილებელია, მაყვალი სურვილის მიხედვით, მცირე რაოდენობით უხდება. მარტო მარწყვით ან ჟოლოთიც შეიძლება, მაგრამ აქ ჟოლო ძვირი ღირს, ამიტომ მარწყვი საქმეს ამსუბუქებს :)

_DSC0035 berry

მარწყვი დაჭერით (ნაწილი დეკორაციისთვის შემოინახეთ) და დააყარეთ დაახლოებით 1/2 ჭიქა შაქარი. დადგით რამდენიმე საათით. გამოსული წვენი ცალკე გადაწურეთ და დაამატეთ 1 ლიმონის წვენი. ამით დანამეთ ბისკვიტის ფენები. გადაწურული ხილი კი ფენებს შუა უნდა ჩააყოლოთ დანარჩენ კენკრასთან ერთად.

_DSC0037

ახლა გადავიდეთ კრემზე:

  • 500 გ მასკარპონე
  • 500 გ ნაღები 33-36%
  • 100 გ წყალი
  • 340 შაქარი
  • ვანილის ექსტრაქტი
  • 7-8 მსხვილი კვერცხის გული

წყალი და შაქარი შურიეთ და დადგით ცეცხლზე. პარალელურად თქვიფეთ კვერცხის გული გათეთრებამდე. სიროპი რომ წამოდუღდება, ხარშეთ სანამ 121 გრადუსს მიაღწევს. თუ თერმომეტრი არ გაქვთ, დაახლოებით 5 წუთი ადუღეთ საშუალო ცეცხლზე, “რბილი ბურთულის” კონდიციამდე.

_DSC0047

ჩაუშვით მდუღარე სიროპი კვერცხის გულში, თან თვქეფა განაგრძეთ. მასა მოცულობაში მოიმატებს, გაფუვდება და მუსის მსგავსი გახდება. თქვიფეთ სანამ არ გაცივდება. შემდეგ დაამატეთ ოთახის ტემპერატურის მასკარპონე და კვლავ კარგად ათქვიფეთ.

ცალკე ათქვიფეთ ნაღები, შემდეგ ეს ორი მასა შეურიეთ ერთმანეთს. არ დაგავიწყდეთ ვანილიც. კრემი რამდენიმე საათი მაცივარში გააცივეთ.

ბისკვიტის ფენები ჯერ დანამეთ, შემდეგ წაუსვით კრემი, შემდეგ დაალაგეთ ბლომად ხილი და გაიმეორეთ იგივე მეორე ფენაზეც. მესამე ფენას მხოლოდ კრემი წაუსვით და მაცივარში რამდენიმე საათი გააჩერეთ. მე ტორტს იმავე ფორმაში ვაწყობ, რაშიც გამოვაცხვე, უფრო ადვილია. შემდეგ რკალს შემოვხსნი და გადავდივარ დეკორზე.

ჯერ კრემის ახალი ულუფით დაფარეთ ტორტის ზედაპირი და გვერდები. შეაბრუნეთ ცოტა ხნით მაცივარში.

შემდეგ, მოსართავად ცოტაოდენ ნაღებთან (რძესთან, თხელ ნაღებთან ან სულაც წყალთან) ერთად გაადნეთ დაახლოებით 60-80 გ შოკოლადი, გააგრილეთ და მოასხით  ტორტს, თან შპატელით ფრთხილად მოასწორეთ. მთავარია ცენტრი ლამაზად დაიფაროს, გვერდები ხილით მორთვის შემდეგ მაინც არ გამოჩნდება.  კვლავ შეაბრუნეთ ცოტა ხნით მაცივარში. შემდეგ 200 გ სავოიარდის ბისკვიტები (Lady fingers) შემოუწყვეთ გვერდებზე და ლამაზი ლენტით შეკარით. ზემოდან კი შემონახული ხილით დაფარეთ მთლიანად ან ნაწილობრივ, როგორც ფოტოზეა.

tiramisu 1

ტორტი არის ფანტასტიურად გემრიელი, ზომიერად ტკბილი, არც მსუყე, არც მძიმე. ნუ იფიქრებთ კალორიებზე, მოამზადეთ და ისიამოვნეთ – ბევრი მაინც არ შეგხვდებათ, შესაბამისად ვერ გასუქდებით :D

tiramisucake

tiramisu cake2

 

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

8 thoughts on “ჩემი საყვარელი ტორტი “ტირამისუ”

  1. Wonderful blog! I found it while browsing on Yahoo News.
    Do you have any tips on how to get listed in Yahoo News?
    I’ve been trying for a while but I never seem to get there!

    Cheers

  2. Hi there! I’m at work surfing around yokur blog from my new iphone 4!
    Juust wanted to say I love reading your blog and look forward to all
    your posts! Carry on the excellent work!

  3. Another major difference between the two is that while PPC is a
    paid form of advertising, organic search engine optimization is absolutely free.

    Improving Site Structure – This second part tells you how to properly structure
    URLs. Auro – IN has a strong team that is built on the delivery of outstanding campaign results, customer service and appreciation, and
    high levels of technical capabilities and values. Webmaster
    follows a long process to promote a website in top search engines (Google, Yahoo
    and Bing).

  4. Gone are the days of one way marketing or merely just posting comments about your site or other
    related topics. Two: Research different services – Assuming that you are going to hire someone to do
    it for you, the next step is to research as many different services as possible.
    Forgetting to write for an audience is one of the biggest mistakes that bloggers make.
    Eventbrite is an online party-planning tool with KISS (Keep It Simple Stupid) design so it is usually a top rated choice among event planners (organizers).

  5. Pretty nice post. I just stumbled upon your blog and wished to say that I have truly enjoyed browsing
    your blog posts. In any case I will be subscribing to your feed
    and I hope you write again soon!

Leave a Reply

Top