თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ტირამისუ ინდივიდუალურ ჭიქებში

ტირამისუ ინდივიდუალურ ჭიქებში

თუ ერთხელ მაინც გასინჯავთ ნამდვილი მასკარპონეთი მომზადებულ ტირამისუს, მის გემოს ვერასდროს დაივიწყებთ!  ღვთაებრივად გემრიელია :)  მიუხედავად იმისა რომ ტირამისუსთვის საჭირო ღვინო მარსალას თბილისში ვერ იშოვით, მასკარპონე ხომ ნამდვილად იშოვება. ამიტომ მოამზადეთ ეს დესერტი საახალწლოდ, ინდივიდუალურ ულუფებად, ასე უფრო სადღესასწაულო ვიზუალი აქვს :)

ტირამისუს შესახებ ადრე უკვე ვწერდით და  შეგიძლიათ იხილოთ  ამ ბმულზე.

ამ კონკრეტულ რეცეპტზე კი აქ გიამბობთ: კრემი კვერცხის გარეშეა. ზემოთ მოცემულ ბმულზე კიდევ რამოდენიმე სახის ტირამისუს ნახავთ და შეგიძლიათ რომელიმე მათგანით იხელმძღვანელოთ.

tiramisu

 

4 ულუფისთვის:

200 გ სავოიარდის ბისკვიტები

200 გ მასკარპონე (ან სხვა ნაღების კრემ-ყველი)

200 გ ნაღები 35%-ან მეტი

ვანილი

შაქრის პუდრა გემოვნებით

1 დიდი ჭიქა მაგარი ყავა (200 მლ)

ყავის ან შოკოლადის ლიქიორი 1-2 კოვზი

შოკოლადი ან კაკაო მოსაყრელად

ჟოლო ან სხვა კენკრა სურვილით

 

ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველი ავთქვიფოთ.  ცალკე ავთქვიფოთ კარგად გაციებული ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად. შემდეგ ეს ორი კრემი შევაერთოთ, დავამატოთ ვანილიც.

მოვამზადოთ მაგარი ყავა, დავამატოთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, ლიქიორი (თუ არ გვაქვს ლიქიორი, კონიაკი გამოვიყენოთ).  იმის მიხედვით, როგორი სიმაღლის ჭიქაში ვაკეთებთ, ბისკვიტები ან შუაზე გავტეხოთ, ან მთლიანი გამოვიყენოთ. უშაქრო მხრიდან დავასველოთ ყავაში და ჭიქის კედლებთან დავალაგოთ, მშრალი მხრიდან გარეთ. ჩავასხათ კრემის ნაწილი, გულში ყავაში დასველებული ბისკვიტის ნატეხები ჩავაყოლოთ, კვლავ კრემი. ზემოდან კენკრა (გაყინული ან ცოცხალი) დავადოთ და შოკოლადი მოვახეხოთ.

დესერტი მაცივარში გავაჩეროთ და შემდეგ მივირთვათ.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top