თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ტირამისუ

ტირამისუ


ტირამისუ იტალიური დესერტია, გასაკეთებლად ძალიან მარტივი, მაგრამ გემრიელი. ორიგინალური რეცეპტის მიხედვით საჭიროა 5 ინგრედიენტი: სავოიარდის ორცხობილა(lady fingers), მასკარპონე, კვერცხი , იტალიური ღვინო მარსალა და ყავა. არსებობს ამ დესერტის უამრავი ვარიანტი, ზოგი ხილით, ზოგი სხვა ალკოჰოლით,ნაღებით, მასკარპონეს სხვადასხვა რაოდენობით და ა. შ. ერთ-ერთ ვარიანტს მეც შემოგთვაზებთსაშუალო ზომის ჭურჭლისთვის

  • 3 საშუალო ზომის კვერცხი
  • 200 გრ მასკარპონე
  • 150 გრ შაქარი
  • 2 კოვზი ყავა
  • 150 გრ ნაღები, მინ:32%იანი(არ არის სავალდებულო)
  • 3 ს.კ მარსალა ან სხვა ალკოჰოლი(მე გამოვიყენე ვისკი, შესაძლებელია კონიაკი, რომი)
  • 200 გრ ორცხობილა სავოიარდი, იგივე lady fingers
  • 2 ჩ.კ კაკაო

ყავა გახსენით 250-300 გრამ მდუღარე წყალში და შეგრილებულს დაამატეთ ალკოჰოლი+ ცოტა შაქარი
კვერცხის გულები ათქვიფეთ 150 გრამ შაქართან ერთად გათეთრებამდე,შეურიეთ მასკარპონე.
ცილები ათქვიფეთ ღრუბლის კონსისტენციამდე და ფრთხილად კოვზით შეურიეთ ყველიან მასას.
ორცხობილები სწრაფად დაასველეთ ყავაში ორივე მხრიდან და ჩაალაგეთ გვერდიგვერდ ღრმა, გვერდებიან ჭურჭელში, დაასხით კრემის ნაწილი, ისევ ყავიანი ორცხობილა და ისევ კრემი.
შედგით მაცივარში გასაციებლად, რამდენიმე საათით. მირთმევამდე მოატარეთ თავზე კაკაო წვრილი საცერის დახმარებით.

დამატებითი ინფორმაცია
მე მასკარპონეს ნაცვლად გამოვიყენე სკანდინავიური ფირმის ,,ARLA”-ს უმარილო ნაღების ყველი BUKO. ნაღები შეგიძლიათ ამოიღოთ რეცეპტიდან. გაითვალისწინეთ რომ ორცხობილები ძალიან სწრაფად ამოავლოთ ყავაში, თორემ დალბება და ფორმას დაკარგავს. დესერტი არის ძალიან ნაზი, მე დაჭრა გამიჭირდა და ცოტა ფორმა დაკარგა თეფშზე ამოღებისას, ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ ცალცალკე ჭურჭრლში(მაგალითად სანაყინეში ან ფართო ჭიქებში) გააკეთოთ ულუფები, მით უფრო თუ სტუმრებისთვის გინდათ.

რადგან ამ დესერტში კვერცხი უმად გამოიყენება, აუცილებლად უნდა იყოს ახალი.

თუ ფიქრობთ, რომ 150 გრამი შაქარი ბევრია ამ რაოდენობისტვის, ან ნაკლებად ტკბილი გირჩევნიათ შეგიძლიათ მოაკლოთ თქვენი გემოვნების მიხედვით. გაითვალისწინეთ შაქრის ხარისხი და სიტკბოობა, ყველა შაქარი ერთნაირად ტკბილი არ არის

კომენტარები

კომენტარი

13 thoughts on “ტირამისუ

  1. mmm…მე ვაკეთებ ორშაბათს პირველად და გული მიმდის წინასწარ.რაც შეეხება ყავას, საერთოდ, თუ გაქვს რამე ისეთი საშუალება, რომ "დაასხურო" ყავა ბისკვიტს, უკეთესი იქნება. და ფორმას კიდევ, კოვზითაც შეგიძლია ჩვეულებრივ მრგვალად ამოიღო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ოჯახურ გარემოში კოვზით იღებენ ხოლმე :)

  2. ყავის მოსასხურებლად კულინარიული ფუნჯიც შეიძლება გამოიყენოთ, კოვზით ამოღებას რაც შეეხება, პრობლემა არაა ახლობლების წრეში, მაგრამ ლამაზად დაჭრილი უკეთესია.ძალიან ადვილია, სცადეთ

  3. მასკარპონე შეიძლება რამე სხვა საშუალებით შევცვალოთ?

  4. gng, ნინოს უწერია, თვითონ რითაც ჩაანაცვლა: სკანდინავიური ფირმის ,,ARLA"-ს უმარილო ნაღების ყველი BUKO. ინტერნეტში, სხვა კულინარიულ საიტებზე წერენ, რომ მასკარპონეს ზუსტი შემცვლელი არ არსებობს, მაგრამ ტირამისუში მის ნაცვლად შეიძლება რამდენიმე ვარიანტის გამოყენება:1. რაც შეიძლება ახალი, საუკეთესო ხარისხის კრემ-ყველი2. ერთი და იგივე ოდენობის კრემ-ყველისა და არაჟნის ნარევი3. 1/2 პუნტი (226 გრ.) ყველი რიკოტასა და მაღალპროცენტიანი (40% და მეტი) ათქვეფილი ნაღების (1 ჩ/ჭ) ნარევიარის კიდევ ერთი რეცეპტი:- 8 უნცია (226 გრ) კრემ-ყველი, დარბილებული1/4 ჭიქა მაღალპროცენტიანი ნაღები2 სუფრის კოვზი დარბიულებული კარაქიამ ყველაფერს თქვეფთ საშუალო ზომის თასში, სანამ კარგად აირევა ერთმანეთში და იყენებთ მასკარპონეს ნაცვლად ნებისმიერ რეცეპტში.გაითვალისწინეთ, ეს ისაა, რაც ინტერნეტში ვიპოვე, მე არ გამომიცდია :)

  5. გუშინ გავაკეთე თქვენი რეცეპტის მიხედვით და უგემრიელესი გამოვიდა :))

  6. ხვალ გავაკეთებ აუცილებლად საშობაო სუფრისთვის,მაგრამ იტალიურ ვინოს კონიაკით ან შოკოლადის ლიქიორით შევცვლი … დიდი მადლობა ავტორებს ,წინასწარ გილოცავთ შობას

  7. ამ რეცეპტით მეც გამიკეთებია, რუსული ვებგვერდიდან და გემრიელი გამოდის, მაგრამ აი ,რა მინდა გკითხოთ, კაფე ‘კანაპეში’ აქვთ ეკლერის ფორმის ტირამისუები, რომლებზეც ამბობენ, რომ სპეციალურად გამოყვანილი და დამუშავებული ყველითაა გაკეთებული, მართლაც ოდნავ მშრალი ყველია, ვიდრე ტირამისუს კრემი ზოგადად და ოდნავ მომჟაო არომატი დაჰკრავს, სასიამოვნო ძალიან, მინდა ასეთი გემოსა და კოსნისტენციის მიღება და ვერ ვხვდები,რითი შეიძლება , თქვენ ხომ არ იცით? ან იქნებ გასინჯოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ :)))

    1. ეს რომელი კაფეა, აღმაშენებელზე რომაა? თუ გამოფენაზე წერეთელზე? არ გამისინჯავს და ვერ გეტყვით ვერაფერს ჯერჯერობით :)

    1. სახლში არ გამომიცხვია და რომელიმე რეცეპტზე გამიჭირდება მითითება,ნაყიდ სავოიარდებს ვიყენებ ხოლმე

Leave a Reply

Top