თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > თევზი ბოსტნეულით

თევზი ბოსტნეულით

ამ  რეცეპტით ნებისმიერი სახეობის თევზის მომზადება შეიძლება. თავდაპირველად სიბასი, იგივე ზღვის ქორჭილა მოვამზადე. არაჩვეულებრივი თევზია, საოცრად გემრიელი და წვნიანი,ძალიან ცოტა ფხებით.  სამწუხაროდ, გადაღების დროს ძალიან ვჩქარობდი და უხარისხო  ფოტოები გამომივიდა. თუმცა ერთს მაინც დავდებ თვალსაჩინოებისთვის. აი, აქ  შეწვამდე

seabass

შემდეგ იგივე მეთოდით დიდი კალმახი მოვამზადე, თითქმის 1.5 კგ-ზე მეტი იყო 1 ცალი. სიბასის მსგავსად, ესეც მშვენიერი გამოვიდა, გარნირად სამი სახეობის კომბოსტო მოვუმზადე: ყვავილოვანი, ბრიუსელის და ბროკოლი.  ბოსტნეულს ლიმონიან-მდოგვიან-ზეთიანი სოუსი მოვასხი და ნამდვილი ჯანსაღი, დაბალანსებული სადილიც მზად იყო.

_DSC0089

 

სიბასის მომზადებისას დამჭირდა:

2 საშუალო ზომის სიბასი

1-2 წითელი ხახვი

1 პატარა კონა ოხრახუში

1 ლიმონი

შავი პილპილი, ახალდაფქული – სურვილით

ბაჰარი, იგივე სურნელოვანი პილპილი 5-6 მარცვალი

1-2 ს.კ ზეითუნის ზეთი

მარილი

 

სიბასი გავფხიკოთ ქერცლებისგან, გამოვშიგნოთ და მოვაჭრათ ფარფლებიც, რომელიც საკმაოდ ბასრი აქვს, კალმახისგან განსხვავებით. მსუბუქად გადავუსეროთ კანი  ორ-სამ ადგილას. შიგნით გარედან ლიმონის წვენი მოვასხათ და სურვილის შემთხვევაში  შავი პილპილიც მოვაყაროთ. მარილიც არ დაგვავიწყდეს!

მუცელში ჩავუდოთ ოხრახუშის 2-3 ღერი და ხახვის მსხვილი ნაჭრები. მოვაპკუროთ ზეითუნის ზეთი, დავადოთ ასევე რამდენიმე ღერი ოხრახუში და ხახვი,  სურნელოვანი პილპილის მარცვლები და გადავაფაროთ ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი.

200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი გავაჩეროთ და მზადაა.

გარნირად უხდება მსუბუქად შებრაწული ან მოხარშული ბოსტნეული, ან ცოცხალი სალათი

 

კალმახიც იგივენაირად მზადდება, უბრალოდ, დიდი ზომის გამო დანარჩენი ინგრედიენტების რაოდენობა გავზარდე

kalmaxi bost

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “თევზი ბოსტნეულით

    1. ბაჰარი იგივე სურნელოვანი პილპილია, ”დუშისტის” რომ ეძახიან, ყველგან იყიდება არ არის უცხო და ძნელი საშოვარი. ბრიუსელის კომბოსტო კი ხან ბაზარში მხვდება, ხან სუპერმარკეტებში

Leave a Reply

Top