თევზი ბოსტნეულის სოუსში |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > თევზი ბოსტნეულის სოუსში

თევზი ბოსტნეულის სოუსში

დღევანდელი რეცეპტი გახლავთ თევზი ბოსტნეულის არომატულ სოუსში.  რა თქმა უნდა, გემრიელია – როგორც ყველა რეცეპტი ამ ბლოგზე :D  თან სწრაფადაც მზადდება. თვითონ თევზი იძენს შესანიშნავ არომატს და გემოს.

გამოდგება ნებისმიერი თევზი, განსაკუთრებით თეთრი, ნაკლებ ცხიმიანი და უფხო თევზეული. ამ ჯერად მე მქონდა ნოტოტენია, მაგრამ კარგი გამოდის კალმახითაც.

eqe

  • 800 გ თევზი ნოტოტენია
  • 500 გ დაჭრილი პამიდორი საკუთარ წვენში (ახალი ან კონსერვირებული)
  • 1 სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 50 მლ თეთრი ღვინო
  • 1 ჩ.კ პაპრიკა*
  • ქინძი, რეჰანი
  • მარილი, პილპილი

თევზი კარგად გავასუფთავოთ და გავრეცხოთ. შევაშროთ, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ცოტა ზეთი და კარგ ტაფაზე (რომელიც არ იკრავს) შევწვათ ორივე მხრიდან.

წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი  და გახეხილი სტაფილო მოვშუშოთ ზეთში. დავამატოთ პამიდორი და ღვინო. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, პაპრიკა, მწვანილის ნაწილი და წამოვადუღოთ.  თუ ახალი პამიდვრით ვაკეთებთ, 5-6 წუთი ვადუღოთ, ძალიან წყალ-წყალა რომ არ იყოს, თუ არა და წამოდუღების შემდეგ ჩავდოთ სოუსში შემწვარი თევზები და 2 წუთი ვშუშოთ.

მოვაყაროთ დარჩენილი მწვანილიც და კერძი მზადაა. მე ჩემი ქოთნის ბაზილიკი (რეჰანის ერთ-ერთი ქვესახეობაა) მოვაყარე, საოცარი სურნელი აქვს და ყველაფერს უხდება, განსაკუთრებით პამიდვრიან კერძებს.

ferf

*პაპრიკა გახლავთ დაფქული ტკბილი წიწაკა, კერძს სიმწარეს არ აძლევს, მაგრამ კარგი არომატი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top