თევზი არომატულ მარინადში |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ზღვის პროდუქტები > თევზი არომატულ მარინადში

თევზი არომატულ მარინადში

დღეს თევზის მომზადების ჩემს  ერთ-ერთ ფავორიტ რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელიც განსაკუთრებით უხდება თეთრი თევზის სახეობებს. სცადეთ და გამოზიარეთ თქვენი  შთაბეჭდილებებიც :)

დაგჭირდებათ:

  • 600 თევზის ფილე
  • 1 პატარა ლიმონი
  • 1 ჩ.კ მდოგვი
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი
  • 1 ჩ.კ დაჭრილი კამა

ლიმონს ავახეხოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. შევურიოთ მდოგვი, ზეთი, პილპილი და კამა.

თევზის ფილეს წავუსვათ ეს ნარევი ყველა მხრიდან და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი.

 

შეწვის წინ  მოვაყაროთ მარილი, მარინადიანად გადავიტანოთ ტაფაზე  და შევწვათ ღუმელში 180-200 გრადუსზე 15-20 წუთი.

 

გარნირად უხდება სალათა ან რაც გნებავთ.

ჯანსაღი და გემრიელი სადილი მზადაა :)

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top