თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > თეთრი კრემ-სუპი ოხრახუშის პესტოთი

თეთრი კრემ-სუპი ოხრახუშის პესტოთი

მე ეს კრემ-სუპი ძალიან მიყვარს. ჯერ ერთი, ძალიან მარტივია, თან გემრიელი. თევზთან ერთად განსაკუთრებით, თუმცა მის გარეშეც შეიძლება. უფრო ხშირად ცივ დღეებში ვამზადებ, თუმცა მსუბუქია და ნებისმიერ დროს შეიძლება მირთმევა. იმედი მაქვს მოგეწონებათ და თქვენს მენიუშიც შეიტანთ :)

sipi tetri

 

400 გ ყვავილოვანი კომბოსტო

400 გ კარტოფილი

1 ხახვი

1-2 კბილი ნიორი

4 ს.კ ოხრახუშის პესტო (რეცეპტისთვის დააწკაპუნეთ ამ ბმულზე )

მარილი და პილპილი

დამარილებული ორაგული სურვილით

 

წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში. ~

დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი და დაახლოებით 600-800 მლ წყალი.

კარტოფილი რომ თითქმის მოიხარშება, ჩავამატოთ ყვავილოვანი კომბოსტო და ვხარშოთ დარბილებამდე.

სუპი ბლენდერით ვაქციოთ ერთიან მასად და დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. (თუ სუპი სქელი მოგეჩვენათ, გაათხელეთ წყლით)

მზა წვნიანს თეფშზე გადმოღების შემდეგ ვამატებთ თითო კოვზ ოხრახუშის პესტოს და ორაგულის ნაჭრებს.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

7 thoughts on “თეთრი კრემ-სუპი ოხრახუშის პესტოთი

  1. rogori martivi da gemrieliaa.nino,sheni gaketebuli ki yvelaze gemrieliaaaa.saswauli xelebi gaqvs namdvil shedevrebs qmni samzareuloshi! agfrtovanebuli var shenit.. ნინო, სიმინდის ბურბუშელა სად იყიდება?. კრემ–ფრეში და არლას უმარილო ნაღების ყველი ბუკო სად იყიდება?. ზიპ–საკეტიანი პარკები (გასაყინი) სად იყიდება.მადლობა.

    1. დიდი მადლობა ასეთი მაღალი წარმოდგენის რომ ხართ ჩემზე :) შეკითხვას რაც შეეხება: 1.კრემ-ფრეში და არლას ყველი სუპერმარკეტებშია, ასევე ბაზრობებზეც, სადაც იმპორტირებულ ყველს ან მდნარ ყველს ყიდიან ხოლმე, 2.სიმინდის ბურბუშელა იგივეა რაც “ხლოპია” მუსლი და სხვა საუზმის ფანტელები სადაც იყიდება იქვე დევს ხოლმე, ყველა სუპერმარკეტშია. 3. მე ზიპ საკეტიან პარკებს თურქულ მარკეტში ვყიდულობ, მანდ ყველაზე იაფია

  2. nino,sheni dedikos receptis mixedvit minda gavaketo “kitris mwnili” da mainteresebs pirshushxa ra aris? da sad shevidzino?.madloba..

    1. მცენარეა, რუსულად ჰქვია Хрен, სოუსებადაც იყიდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ფოთლებია საჭირო. ალბათ ბაზარში იქნება, ზუსტად არ ვიცი

  3. nino, ratatuis facebook -is gverdze gidevt ferad-feradi gulis formis makaronebis surati da mainteresebs eg makaronebi sad iyideba?.minda yidva.madloba.

    1. ფერადებს ბევრგან ნახავთ, მაგრამ გულები კონკრეტულად არ მინახავს, ეს უბრალოდ ფოტო დავდეთ :)

Leave a Reply

Top