თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სად რა ვჭამოთ > რესტორანი “Tbilissi” გერმანიაში

რესტორანი “Tbilissi” გერმანიაში

გერმანიის პატარა ქალაქ საარბრუკენის შესახებ ალბათ ყველას გსმენიათ. ეს ერთერთი პირველი ქალაქი იყო, რომელიც თბილისს დაუძმობილდა, ჯერ კიდე 1975 წელს და მას შემდეგ, უამრავ ქართველი სტუდენტს და არა მხოლოდ მათ, თბილად უმასპინძლა. მათ შორის მეც.

წამოსვლიდან 6 წლის თავზე ორი კვირით სტუმრობა მოვახერხე და სხვა ბევრ სიახლესთან ერთად, ქართული რესტორანიც მოვინახულე. რესტორანი “Tbilissi” საარბრუკენის ცენტრალურ, ყველაზე პრესტიჟული კაფეებისა და რესტორნების უბანშია. მფლობელთა ძირითადი საქმიანობა კულტურას, თეატრსა და შოუბიზნესის სამყაროს უკავშირდება, ამიტომაც რესტორნის სტუმრების დიდი ნაწილი სწორედ ამ სფეროში მოღვაწე, ან ქალაქის მთავრობის წარმომადგენელია. მოკლედ, თუ ოდესმე გერმანიის სამხრეთ ნაწილში მოხვდებით, შეგიძლიათ თამამად ესტუმროთ და ქართული კერძები დააგემოვნებინოთ უცხოელებს :)

restaurant_tbilissi_saarbrucken

georgian_food_at_tbilissi_restaurant_saarbrucken khachapuri_tbilissi_restaurant_saarbrucken georgian_food_at_tbilissi_restaurant_saarbrucken

 

სელფი ყავის აპარატში:

selfie

თბილისის მოედანი საარბრუკენის ოპერის წინ. ჩვენთანაც არის საარბრუკენის მოედანი, ყოფილი ვორონცოვის.

tbilisser_platz

წარმატებას ვუსურვებ რესტორნის მფლობელებს და მადლობას ვუხდი მასპინძლობისთვის <3 .

იმედი მაქვს, რამდენიმე წელიწადში გერმანიასა და ევროპაში ქართული პრესტიჟული რესტორნების დიდი თუ არა, პატარა ქსელი მაინც გვექნება და აღარ გვკითხავენ – Where are you from? Ah, Georgia, USA?

სამზარეულო ხომ ყველაზე ეფექტური რამაა ქვეყნის პოპულარიზაციისათვის ;)

 

ფოტოები: (c) მე და სალომე შენგელია

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

One thought on “რესტორანი “Tbilissi” გერმანიაში

  1. ისეთი ფოტოები დადე, გემო და სუნი ვიგრძენი:***

    ყველამ უნდა შეიაროს და დააგემოვნოს ქართული სამზარეულო ამ რესტორანში:****

    p.s. self როდის არის გადაღებული? : )))))

Leave a Reply

Top