ბურგერის უნახავი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სად რა ვჭამოთ > ბურგერის უნახავი

ბურგერის უნახავი

სულ ახლახანს, თბილისში ერთდროულად ორი “ბურგერია” გაიხსნა. ამ ამბის გაგებისთანავე გადავწყვიტე, ორივეს რაც შეიძლება მალე ვწვეოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბურგერების განსაკუთრებული მოყვარული არ გახლავართ, განსაკუთრებით, როცა ფასთ-ფუდ-რესტორნების ჯერ გაყინულ და შემდეგ გამთბარ ბურგერებს ეხება საქმე. მაგრამ ნამდვილი, ახლადშემწვარი, შეპიწკინებულ პურში გახვეული ბურგერი სულ სხვაა და ასეთის ცდუნებას ძნელია გაუძლო. კიდევ ორი მიზეზი მქონდა:

  1. ორივე ბურგერია კულინარიის აკადემიის ხალხმა გახსნა: ერთი მოსწავლემ, მეორე კი – მასწავლებელმა. როგორ შეიძლება, რომელიმე ცუდი იყოს?
  2. იმ ამერიკული ბურგერის გემო გამასხენდა, პირველად რომ ვჭამე და გავოცდი, თურმე ბურგერიც შეიძლება იყოს ნამდვილი გემოსი :D მომინდა ქართული შემედარებინა.

ახლა, როცა უკვე ორივეს ვესტუმრე, შემიძლია ჩემი აზრი გაგიზიაროთ.

 

Pipes Burger Joint

ეს გახლავთ მოსწავლის ბურგერია :) პეროვსკაიას ქუჩის სიახლოვეს, ვაშლოვანზე, ანუ საქსესის, ფარენჰეიტის და ჩობას ბარის წინ, ძალიან მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, ცოტა რთული – პარკინგი.

მუშაობენ 11-მდე.

ძალიან საყვარელი ადგილია, უცნაური და ლამაზი სკამებით (რომელიც ცოტას ყირაობს ამ სილამაზის ხარჯზე :D) და არაჩვეულებრივი ინტერიერით. ეტყობა, რომ პატრონი ჯერ დიზაინერი იყო და შემდეგ კულინარიც გახდა. ჯერჯერობთ სულ რამდენიმე სახის ბურგერი და სალათი აქვთ. ფასები 12-17  ფარგლებში.

შეკვეთა 15-20 წუთში მოაქვთ. შიგნით მოწევა არ შეიძლება. დიდხანს და საჭორაოდ დარჩენის სიტუაცია არ არის, თუმცა არც არავინ დაგიშლის.

ნაკლი: მშიერ კაცს ერთი ბურგერი არ ეყოფა, მეორეც უნდა დაიმატოს. სივრცე პატარაა და მაგიდები ცოტა, ანუ შეიძლება ადგილი არ დაგხვდეს.

pipesjointburger

pipesburgerjoint

pipesburgertbilisi3

 

ეს ბოლო პირადად ჩემი მობილფოტოა და ხარისხით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ საკუთარი ხელით გადაღებული როგორ არ დამედო :)

pipesburgertbilisi

 

საერთო შეფასება: 9/10.

 

Burger House Tbilisi

ეს არის მასწავლებლის, ანუ გიორგი იოსავას ბურგერია

არჩევანი აქაც ცოტაა, თუმცა ჯერჯერობითო. აქვთ მინიბურგერებიც, ნაკლებად მშივრებისთვის. ყველაზე დიდი ბურგერი მოვითხოვეთ, გვირჩიეს ჩიზბურგერი კვერცხით და ბეკონით. ნუ კვერცხის გაგონებამ არ გადამრია, მაგრამ არ-ნდობა არ შეიძლებოდა, ამ ადამიანებს კულინარიის აკადემიიდან დიდი ხანია ვიცნობ :)

მოიტანეს.

კეტჩუპის ნაცვლად კოლ სლოუს სალათი მოყვება, შემწვარი კარტოფილი შესუნელებულია და ბურგერი იმხელა, რომ დიდი პირი უნდა გააღო, ხელსახოცები მოიმარჯვო და დაიკიდო, როგორ გამოიყურები თანამესუფრის თვალში, რადგან ისიც შენსავით გამოიყურება :D

burgerhausetbilisi

პაიპსისგან განსხვავებით (სადაც ასევე სამუშაო დღეს, 9 საათისთვის მივედი) ბურგერჰაუსი, დიდი სივრცით და უამრავი მაგიდით ცარიელი იყო. ალბათ მიზეზი ადგილმდებარეობაა: ეს ბურგერია ყაზბეგის 44-ში, სასჯელაღსრულების სამინისტროს გვერდზე (გუდვილის წინ) არის განთავსებული.

სხვაგვარად წარმოუდგენელია, აქაური ბურგერი უბრალოდ ღვთაებრივია, თუ ქართველი ღმერთები ჭამენ ბურგერებს, ისინი აუცილებლად აქ დადიან (მარხვებს შორის :D).

მუშაობენ 23:00-მდე, ან ბოლო სტუმრამდე. მოწევა არც აქ შეიძლება. ინტერიერი აქაც მშვენიერია:

burgerhausetbilisi2

 

ეს ფოტო ფეისბუქზე ვნახე, არ ვიცი საჩვენებლად გააკეთეს თუ ამხელა ბურგერს ვინმე ჭამს :D

burgerhousetbilisi3

burgerhausetbilisi5

 

სალათები, ჰუმუსი, ლუდი და კიდევ რაღაცეები აქაურ მენიუშიც არის.

ბონუსად და საჩუქრად შავი მოცხარის ღვთაებრივი ჩიზქეიქიც მოგვიტანეს:

burgerhausetbilisi1

 

შეკვეთა მოაქვთ 15-20 წუთში.

ბურგერების ფასები: 12-17 ლ.

ნაკლი: ადგილმდებარეობა.

ბურგერჰაუსთბილისის შეფასება: 10/10.

burgethausetbilisi4

 

მოკლედ, შეეშვით ფასთფუდებს, თუ მართლა ძალიან არ გეჩქარებათ და თუ მაინცდამაინც ბურგერების ჭამას გადაწყვეტთ, აუცილებლად ესტუმრეთ პაიპსს და ბურგერჰაუსს <3

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

3 thoughts on “ბურგერის უნახავი

  1. Wonderful web site. Lots of useful info here. I’m sending it to several friends
    ans additionally sharing in delicious. And of
    course, thanks on your sweat!

  2. Sweet blog! I found it while searching on Yahoo News.
    Do you have any tips on how to get listed in Yahoo News?
    I’ve been trying for a while but I never seem to get there!
    Thanks

Leave a Reply

Top