ტარხუნის ღვეზელი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ტარხუნის ღვეზელი

ტარხუნის ღვეზელი

ტარხუნის ღვეზელი ალბათ ყველას გიყვართ :) განსხვავებულია, გემრიელი,  არომატული, ტარხუნის შუშხუნა გემოთი…  ერთ კარგ რეცეპტს მეც გაგიზიარებთ :)

tarxunis gvezeli

შეგიძლიათ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომიც გამოიყენოთ და ღუმელში ან ტაფაზე ხაჭაპურივით გამოაცხოთ, მაგრამ მე სხვაგვარად ვცადე. ცომი გავაკეთე ასე:

  • 300 გ ფქვილი
  • 200 მლ რძე
  • 1 ჩ.კ საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 60 გ ცივი კარაქი
  • 1 ჩ.კ მარილი
  • ½ ჩ.კ შაქარი

გულში ჩასადებად:

  • 4 კონა ტარხუნა
  • 1 პატარა კონა მწვანე ხახვი
  • მარილი, პილპილი

1 კვერცხის გული გადასასმელად

ტარხუნასთან ერთად, გულში ჩასადებად ძალიან უხდება მოხარშული დაჭრილი კვერცხი, რომლის დამატებასაც ვაპირებდი, მაგრამ დამავიწყდა :D  გემრიელი გამოდის მოხარშული ბრინჯის დამატებითაც.

გადავიდეთ ცომის მომზადებაზე: კარაქი მსხვილად გავხეხოთ, დავაყაროთ ფქვილი დახელით ან კოვზიოთ გადავურიოთ. დავამატოთ მარილი, საფუარი, შაქარი, კვერცხი და ცივი რძე. ხელით ან კოვზით ისე გადავზილოთ რომ ყველა ინგრედიენტი შეიკრას, გულმოდგინე ზელვა საჭირო არ არის.  თავზე გადავაფაროთ და 1 საათი გავაჩეროთ. თუ გამოცხობას არ ვჩქარობთ, მაცივარში შეგვიძლია დავდოთ თუნდაც მთელი ღამით.

გარეცხილ შემშრალი ტარხუნა გავარჩიოთ, უხეში ღეროები მოვაცილოთ, ხახვი წვრილად დავჭრათ. როგორც უკვე ვთქვი,  შეგვიძლია რამდენიმე ცალი დაჭრილი, მოხარშული კვერცხიც შევურიოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

ცომი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ გულსართი. ღვეზელს შეგვიძლია მივცეთ სასურველი ფორმა. ზემოდან გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი.

dfdf

dfdaf

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top