თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ტარტ-ტატენი (Tarte-tatin)

ტარტ-ტატენი (Tarte-tatin)

ყველასათვის ცნობილია ფრანგების სიყვარული ხილის ნამცხვრების მიმართ. წარმოუდგენელია საფრანგეთის საკონდიტროები Tarte tatin-ის გარეშე, ისევე, როგორც მაგალითად უნგრეთი ტორტ “Esterhayz”-ის გარეშე ან თუნდაც შვეიცარიის საბანკეტო მაგიდები სტაფილოს ნამცხვრის გარეშე. ზოგადად, ტარტ-ტატენის წარმოშობასთან დაკავშირებით ორი ვერსია მოიაზრება. პირველი ვერსიის თანახმად, ეს არაჩვეულებრივი ნამცხვარი პირველად გაჩნდა 1888 წელს საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქ loire Valley-ში, სადაც დებს კაროლინა და სტეფანიას ქონდათ სასტუმრო ”Ttin”. მათი საფირმო ნამცხვარი გახლდათ ჩვეულებრივი ტარტი, რომლებიც მზადდებოდა სხვადასხვა ხილისგან. ერთხელ ნადირობის სეზონის დროს, დიდი არეულობა იყო სასტუმროში, შესაბამისად დებს სამზარეულოში სატრიალოდ დიდი დრო არ ქონდათ, სიჩქარეში ერთ-ერთმა დამ, რომელიც აკეთებდა ვაშლის ტარტს, შეცდომით ვაშლები ამოტრიალებულები დააწყო ცომზე და დაავიწყდა მისი დროულად გამოღება ღუმლიდან და მან მიიღო სრულიად განსხვავებული ნამცხვარი, კარამელიზირებული ვაშლებით, რომლებიც პირში დნებოდა. მას შემდეგ ამ ფრანგულ დესერტს ეწოდა tarte des demoielles Tatin – ორი გაუთხოვარი ქალბატონის ტარტი – სახელად ტატინი. ამ ნამცხვარს პოპულარობა მხოლოდ მას შემდეგ ხვდა წილად, რაც ცნობილ რესტორან Maxim’s მენიუში გაჩნდა. ერთერთი ისტორიის თანახმად, Maxim’s მეპატრონემ გადაწყვიტა Tarte tatin-ის რეცეპტის ხელში ჩაგდება. მან სასტუმრო ”Ttin”- ში გააგზავნა ჯაშუში მზარეული, რომელიც გადაცმული იყო მებაღედ. ჯაშუშმა თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა და მას შემდეგ Tarte tatin Maxim’s საფირმო ნამცხვარი გახდა. მეორე ვერსია, კი საკმაოდ მარტივია. საფრანგეთში, კერძოდ პროვანსში არსებობს მომჟავო ვაშლის ჯიში Tarte tatin, რომელიც სხვა მოტკბო ჯიშის ვაშლებისგან განსხვავებით კარგად კარამელიზდება. სწორედ მისგან აკეთებენ ამ ლეგენდარულ ნამცხვარს.

ცომის ფენა:

  • 120 გრ კარაქი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • ცოტა მარილი

ვაშლის ფენა:

  • 5-6 მომჟავო ვაშლი
  • 120 გრ კარაქი
  • 3 ჭიქა შაქარი
  • 1 სკ კონიაკი
  • მომზადების წესი

    კარაქი და ფქვილი აზილეთ ფხვიერი მასის მიღებამდე, შემდეგ შეურიეთ კვერცხი, მარილი და კარგად მოზილეთ ცომი. შეახვიეთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში 3-4 საათით.

    ვაშლები გაფრცქვენით, გაჭერით შუაზე, ამოაჭერით შუაგული. ტაფაზე დაყარეთ შაქრის ნახევარი, მოაფინეთ კარაქი, დააწყვეთ ვაშლები ამობრუნებული, დააყარეთ დარჩენილი შაქარი, მოასხით კონიაკი და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე 1-2 საათით სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. შემდეგ გამორთეთ გაზი და შეაგრილეთ.

    გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გააბრტყელეთ ტაფის ზომაზე, გადააფარეთ კარამელიზირებულ ვაშლებს, გვერდები ჩაუკეცეთ და შედგით 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წთ.

    როდესაც ცომი გამოცხვება გამოიღეთ ტაფა, აცალეთ 10 წუთი გასაგრილებლად, ზემოდან დაადეთ გაშლილი თეფში და ფრთხილად ამოატრიალეთ.

    ორიგინალში ვაშლები იჭრება შუაზე, ორად. მე ცოტა სხვანაირად მაქვს დაჭრილი. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

6 thoughts on “ტარტ-ტატენი (Tarte-tatin)

  1. tea111 – დიდი მადლობა არაჩვეულებრივი რეცეპტისთვის, სასურველი იქნებოდა ნამცხვრის მომზადების პროცესის ფოტოებიც დაგედოთ, უფრო გავერკვეოდი – მაგ. როგორ უნდა დავადოთ კარამელიზირებულ ვაშლებს ცომი, ან როგორ უნდა ამივაბრუნოთ ვაშლი – ამობორცული მხრიდან ზემოთ??? თუ შეიძლება დააკონკრეტეთ რა, მადლობ.

    1. ან, ვაშლი ქვემოთაა და ზემოდან ცომს გადააფარებ, შესაბამისად გადმობრუნებისას თეფშს დაადებ და ამოაბრუნებ, ვაშლები ზემოთ მოექცევა

  2. რა გემრიელად გამოიყურება.. იცით რა მაინტერესებს, ეს რა ზომის ტაფაზეა გათვლილი? პატარა ტაფისთვის მინდა სასინჯად და ამდენი გავაკეთო ცომი? :))

    1. ტარტისთვის ზოგადად 22-26 სმ დიამეტრის ფორმებს იყენებენ, თქვენი ტაფა თუ უფრო პატარაა, შეამცირეთ ცომის რაოდებობაც პროპორციულად

  3. Once I initially commented I clicked the -Notify me when new comments are added- checkbox and now each time a comment is added I get 4 emails with the same comment. Is there any method you can take away me from that service? Thanks!

  4. Youre so cool! I dont suppose Ive learn anything like this before. So nice to search out somebody with some unique ideas on this subject. realy thanks for beginning this up. this web site is one thing that’s wanted on the net, someone with just a little originality. useful job for bringing one thing new to the internet!

Leave a Reply

Top