თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სად რა ვჭამოთ > თანდილა – ახალი რესტორანი ბათუმში [მიმოხილვა I]

თანდილა – ახალი რესტორანი ბათუმში [მიმოხილვა I]

შემოდგომის და გაზაფხულის ბათუმი სულ სხვანაირია. ამ სეზონის წვიმა, მთებზე ლამაზი ნისლი და გრილი ჰავა, მგონია, რომ აქაურობისთვის არანაკლებ ორგანულია, ვიდრე ზაფხულის გიჟური ტემპი და ცხელი ზღვა.

ბათუმის რესტორნების შესახებ ჩვენს ბლოგზე პირველად არ ვწერთ. პელიონი და ნეფელე ბათუმში ამ წლის სიახლე და არა მხოლოდ ჩვენი ფავორიტია.

კიდევ ერთი, რომელსაც მხოლოდ სექტემბრის ბოლოს მივაკითხე, ჰილტონის სასტუმროში განთავსებული ლამაზი და “ფრონცკი” რესტორანი – თანდილაა (სახელის იდეა თურმე “ავთანდილი”-დან მოდის).

tandila-interrior1

tandila-interrior

 

როცა ამ რესტორანში ზაფხულის ერთ დილას ყავის დასალევად შევიარე, ბარის მაგიდაზე გამოფენილი გემრიელი ნამცხვრების გამო ჩავთვალე, რომ აქ საუზმისთვის, გემრიელი ყავისა და ნამცხვრისთვის უნდა მოვსულიყავი.

tandila-sweets

 

ახლახანს, შემოდგომაზე მისულს უკვე სხვა სიტუაცია დამხვდა. მენიუ მრავალფეროვანი, არატრადიციულ ქართული (ქართულს და გემრიელს იქვე, პელიონში ნახავთ), გადასარევი არჩევანი საუზმის და ლანჩისთვის. ხოლო ფასები – ადგილისა და სერვისის შესაბამისი.

tandilamenu

 

სექტემბრის ზღვით და მზით გამთბარს საკმაოდ მომშიებია. მაგრამ არა ისე, რომ აჭარული ხაჭაპურის ხასიათზე მოვსულიყავი.

მენიუს ჩავხედე და კონსულტანტის რჩევით ორაგულის სენდვიჩზე გავაკეთე არჩევანი.

tandila-menu1

 

არ შევცმდარვარ. შებოლილი ორაგული კრუასანზე მოსალოდნელზე გემრიელი, არა, სასწაულებრივად გემრიელი აღმოჩნდა <3

Croissante-salmon-batumi

Croissante-salmon-batumi-tandila

 

სიურპრიზად, მენიუში მითითებული თანხმლები ყველის, რუკოლასა და კაპერს-ხახვის გარდა სენდვიჩზე ჩვენი მამა-პაპური, უნიკალური და ბევრის მიერ ქართული სამზარეულოს საოცრებად მონათლული ჯონჯოლი დავინახე.

მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ჯონჯოლი მე პირადად დიდად არ მიყვარს, თევზთან თურმე საოცარ ჰარმონიაში მოდის. როგორც ამბობენ ხოლმე, “დააკვდა” :D

კიდევ, ახლა მივხვდი, რომ ჯონჯოლი და კაპერსი ბიძაშვილები ყოფილან :) უბრალოდ ჯონჯოლს პოპულარიზაცია და ხელშეწყობა აკლია ;)

Croissante-salmon-tandila-batumi

 

 

წითელი ხახვის რგოლები და ბოლოკის წკირები ბოლო აკორდი იყო.

მოკლედ, მე ეს სენდვიჩი შემიყვარდა <3

Croissante-salmon1

 

თუ ორაგულის კრუასან-სენდვიჩის გაკეთებას სახლში გადაწყვეტთ (თუმცა, არ ვიცი რამდენად შეძლებთ ან თქვენ, ან მე, თანდილას შეფმზარეულის ნახელავი გავიმეოროთ, მაგრამ ალბათ ცდად ღირს), დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი კრუასანი (შუაზე გაჭრილი)
  • შებოლილი ორაგულის ორი ნაჭერი
  • მდნარი ყველი
  • რუკოლას ფოთლები
  • კაპერსი
  • ბოლოკი
  • წითელი ხახვი და
  • ჯონჯოლი

გარნირად, როგორც ხედავთ, შემწვარი კარტოფილი ფრი და სოუსები შეგიძლიათ შეუხამოთ.

 

სანამ მე ჩემი სენდვიჩით ვნეტარებდი, გვერდზე ოფიციანტმა ისეთი ბურგერით ჩამიქროლა, ვერ მოვითმინე, გავაჩერე და გადავუღე.

შემდეგ ჩასვლაზე ბურგერის შესახებაც გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებას, მანამდე კი ფოტოთი შემოვიფარგლები.

 

tandila-burger

 

აქვე მოკლედ უნდა აღვნიშნო, რომ თანდილაში აქვთ არაჩვეულებრივი ყავა, ჩაი და ტკბილეული. მაგრამ ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით, თორე ამდენ გემრიელ ფოტოს შესაძლოა თქვენი კომპიუტერის ეკრანმა ვერ გაუძლოს ;)

 

დამატებითი ინფორმაცია

მისამართი: ბათუმი, სასტუმრო ჰილტონი (I სართ)

სერვისი: სწრაფი და კარგი

გარემო: წყნარი. მოწევა ნებადართულია, მაგრამ გამწოვი სისტემა უზრუნველყოფს ჰაერის სისუფთავეს

ფასები: საშუალო და საშუალოზე მაღალი

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: დილა / შუადღე

 

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

6 thoughts on “თანდილა – ახალი რესტორანი ბათუმში [მიმოხილვა I]

  1. The brand-new process will cover all those expenses for getting
    involved property owners, including the repair to the
    resident’s lawn where excavating happened.

  2. Hi there just wanted to give you a quick heads up. The words in your
    content seem to be running off the screen in Firefox. I’m not sure
    if this is a formatting issue or something to do with web browser compatibility but I thought I’d
    post to let you know. The design look great though!
    Hope you get the issue solved soon. Thanks

Leave a Reply

Top