პასტა ტალიატელე ისპანახით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > პასტა ტალიატელე ისპანახით

პასტა ტალიატელე ისპანახით

spagetti, spinach, mushroom, tomato, barilla, მაკარონი, ბარილა, ისპანახი, ყველი, პომიდორი, სოკო, პასტა, pasta
Fabio Foltran

ბარილას საინტერესო მასტერკლასის ამბავს კიდევ ერთხელ დავუბრუნდები, რომ ამჯერად ისპანახიანი ტალიატელეს შესახებ მოგიყვეთ.

ტალიატელე პასტას (მაკარონის) ერთერთი სახეობაა, ფეტუჩინიზე ოდნავ წვრილი.

ჩემი, როგორც არაიტალიელის თვალით ამ ორს შორის იმდენი სხვაობა ნამდვილად არ არის, რომ სხვადასხვა სახელი ერქვათ. მაგრამ, რადგან იტალიელებმა თქვეს ასეა საჭიროო, ესე იგი ასეა საჭირო. მოკლედ, გავაკეთოთ ტალიატელე ისპანახით.

როცა გვესმის “ტალიატელე ისპანახით”, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ისპანახი და მაკარონი დაგვჭირდება. სინამდვილეში ცოტცოტა რაოდენობით საკმაოდ მრავალფეროვანი ინგრედიენტების მომარაგება მოგიწევთ. სწორედ ამაშია იტალიური კერძების გემოს საიდუმლო.

უფრო კონკრეტულად, ერთი პორციისათვის საჭიროა:

  • პასტა/მაკარონი ტალიატელე – 80 გრამი
  • სოკო – 4-5 ცალი
  • პომიდორი – 1 პატარა ან 1/2 საშუალო
  • ხახვი – 1/2 თავი საშუალო ზომის
  • ისპანახი – მოხარშული, გაწურული, ერთი მუჭი
  • სოუსი ნაპოლეტანა (სასურველია Barilla-საგან) – 1/2 ქილა ანუ 300 გრ
  • ოხრახუში, რეჰანი – რამდენიმე ღერი
  • მოცარელა, პარმეზანი – თითო პატარა ნაჭერი
  • ზეითუნის ზეთი, მარილი, შავი პილპილი

მომზადება:

თავდაპირველად დაჭრილი სოკო, პომიდორი, ხახვი, ოხრახუში და რეჰანი იშუშება ზეითუნის ზეთში.

spagetti, spinach, mushroom, tomato, barilla, მაკარონი, ბარილა, ისპანახი, ყველი, პომიდორი, სოკო, პასტა, pasta

 

შემდეგ ვამატებთ ისპანახს, დაჭრილს ან დაუჭრელს (ჩვენ დაუჭრელი გამოვიყენეთ და მგონი დაჭრა ჯობდა, რთული ასაღები იყო ჭამისას).

barilla_spagetti_spinach1

 

ოდნავ მოიშუშება და ვამატებთ წვრილად დაჭრილ ყველსა და სოუს ნაპოლეტანას და მესამედ ჭიქა მდუღარე წყალს. სულ ბოლოს კი – მარილს და შავ პილპილს.

spagetti, spinach, mushroom, tomato, barilla, მაკარონი, ბარილა, ისპანახი, ყველი, პომიდორი, სოკო, პასტა, pasta

spagetti, spinach, mushroom, tomato, barilla, მაკარონი, ბარილა, ისპანახი, ყველი, პომიდორი, სოკო, პასტა, pasta

 

სანამ ყველაფერი ტაფაში იშუშება, ბუნებრივია ამასობაში მაკარონი უნდა მოიხარშოს. არ დაგავიწყდეთ, ხარშავთ დიდი რაოდენობის წყალში, მარილის ჩამატებით, ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც აწერია შეფუთვაზე (სხვა სასარგებლო რჩევები იხილეთ ამ რეცეპტში)

სულ ბოლოს, მზა სოუსში ვამატებტ მოხარშულ პასტას (და არა პირიქით), კარგად ვურევთ ერთმანეთში, ფრთხილად გადაგვაქვს ყველაფერი თეფშზე, ვახეხავთ პარმეზანს და…

spagetti, spinach, mushroom, tomato, barilla, მაკარონი, ბარილა, ისპანახი, ყველი, პომიდორი, სოკო, პასტა, pasta

 

გემრიელად მიირთვით :)

პ.ს. თქვენი არ ვიცი და ამის წერისას მე კი მომშივდა.

spagetti, spinach, mushroom, tomato, barilla, მაკარონი, ბარილა, ისპანახი, ყველი, პომიდორი, სოკო, პასტა, pasta

 

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top