თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "photography" (Page 2)

ხრაშუნა ალადები ალუბლით და ნაყინით

ვინც ჩვენს ბლოგსა და ფეისბუქის გვერდს თვალყურს ადევნებს, ალბათ ემახსოვრება ეს ფოტოებიც და შემწვარი ალუბლების რეცეპტიც, სადაც ვწერდი, რომ საკმაოდ ბევრი რამ ისე იდეალურად არ წარიმართა, როგორც მეგონა, ალუბლების ნაწილი უყუნწოდ შემრჩა ხელში, აღარ მეყო და დარჩენილი ცომის სხვაგვარად გამოყენება მომიხდა. ცომის რეცეპტს ხელახლა აღარ დავწერ, ძველ პოსტშიც იხილავთ. თუმცა, მოცულობა

ნაზი ბისკვიტი მოცხარით

ყველას მოგესალმებით :) მე ისევ ტკბილეულით მოვედი... ამჯერად ბისკვიტს გთავაზობთ, რომელიც შეგიძლიათ კექსის მსგავსად მიირთვათ ჩაისთან, ან ტორტში გამოიყენოთ. ცხიმის შემცველობის გამო ბისკვიტი აღარ არის ისეთი მშრალი,როგორიც კლასიკური, ტრადიციული და ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი, ამავდროულად კი ინარჩუნებს სინაზეს და ძალიან ფაფუკი რჩება. ჩემი აზრით დანამვაც არ დასჭირდება,თუმცა თუ ინგრედიენტების გაზრდა მოგიხდებათ, ტორტის

ქათმის ხორცი ბოსტნეულით

როცა სამსახურში კაფეტერია შვებულებაში გადის, წესით, ისღა დამრჩენია, თავად მოვიმზადო მეორე დღისთვის საუზმეც, სადილიც და ხანდახან ვახშამიც :D თუმცა, რამდენად ვახერხებ ამას - ეს უკვე ცალკე საკითხია. ამიტომ, ჩემი სამსახურის მენიუ ძირითადად რძის პროდუქტებითა და ხილით შემოიფარგლება, მაგრამ ხორცისადმი ჩემი ნეიტრალური დამოკიდებულების მიუხედავად, ხანდახან ესეც საჭიროა. ამიტომ, რამდენიმე დღის წინ, მაცივარში შემორჩენილი

შემწვარი სოსისი კვერცხით – ბიჭების საყვარელი ფასთ-ფუდი

ბიჭების უმრავლესობას, მითუმეტეს კავკასიელებს, ძალიან ეზარებათ სამზარეულოში ტრიალი და თუ მაინც მოუწევთ, ცდილობენ რამე სწრაფი, იაფი და გემრიელი მოამზადონ. ხშირ შემთხვევაში ეს "რამე" ყველიანი მაკარონი ან კვერცხთან ერთად შემწვარი სოსისია. სწორედ ასე აღმოვაჩინე, რომ ისეთ მარტივ "კერძსაც" კი (თუ შეიძლება კერძი ვუწოდოთ), როგორიც კვერცხთან ერთად შემწვარი სოსისია, მომზადების თავისი ტექნიკა აქვს. პირველ

პიცა

დასაწყისიდანვე უნდა გამოგიტყდეთ და ვაღიარო, რომ პიცა აქამდე არასდროს გამიკეთებია, უფრო მეტიც - სურვილიც არ გამჩენია, ვიდრე დეიდად კუთვნილმა და ჩვენი ბლოგის ერთგულმა მკითხველმა, თვითონ არაჩვეულებრივმა კულინარმა - ნინომ, პიცის დიიდი, ლამაზი თეფშები არ მაჩუქა და ნამუსზე არ ამაგდო :) შეიძლება უფრო რთული გასაკეთებელი მეგონა, ვიდრე სინამდვილეშია. ან შეიძლება იმიტომ, რომ პიცა

კოვზები, ჩანგლები, დანები და ჭიქები – ეს საინტერესოა

ერთ წიგნში, შემთხვევით, დანა-ჩანგლისა და ჭიქების სხვადასხვა სახეობის დანიშნულებების შესახებ საინტერესო გვერდს გადავაწყდი და გადავწყვიტე, თქვენც გაგიზიაროთ :) ეს დანები, ჩანგლები და კოვზები: ესეც - ჭიქები: დროებით :)

დესერტი შუშის ნატეხებით | Broken Glass Jello

თავიდანვე უნდა ვაღიარო, რომ ჟელეების განსაკუთრებული ფანი არ ვარ და ნამცხვარზე დეკორაციის სახით, თხელი, ლამაზი ფენის გასინჯვით ვკმაყოფილდები. თუმცა, როცა ერთ-ერთ კულინარიულ ბლოგზე ჟელეს უამრავი ვარიაცია ვნახე სხვადასხვა ფერებსა თუ ფორმებში, Broken Glass Jello -ს გაკეთების სურვილმა ისე შემიპყრო, შუაღამეზე შევიარე სუპერმარკეტში და მასალები მოვიმარაგე. პირველი ცდა კრახით დასრულდა, იმ უბრალოდ

ღვიძლის სალათი

უკვე 1 კვირაა ვიცავ კვების რეჟიმს და ყურადღებას ვაქცევ ჩემს რაციონს, ანუ დღის განმავლობაში მსუბუქად და რამდენჯერმე ვიკვებები (თურმე შესაძლებელი ყოფილა, მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა). დღევანდელ მენიუში გულ-ღვიძლის სალათი მაქვს, რომელსაც თქვენც გიზიარებთ. :) მოვხარშოთ გულ–ღვიძლი და სტაფილო (ცალცალკე) და დავჭრათ სასურველი ფორმის და ზომის ნაჭრებად.მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, რეჰანი და ბულგარული

შემწვარი ალუბლები

Fritierte Kirschen - სწორედ ასე ეწერა იმ ფოტოს ქვეშ, რომელსაც გერმანული კულინარიის კრებულში წავაწყდი და გადავწყვიტე, გამეკეთებინა. მითუმეტეს, რომ ძალიან მარტივი ჩანდა. ალუბლის სეზონს დაველოდე და ექსპერიმენტსაც შევუდექი. ვიყიდე ალუბალი და სხვა, ქვემოთჩამოთვლილი ინგრედიენტები და ოჯახს სამზარეულოში შემოსვლა ავუკრძალე :D 750 გრ ტკბილი ალუბალი (ან ბალი ყუნწებიანი) 150 გრ ფქვილი 100-150 გრ შაქარი 1 კ.

11 კათხა – გემრიელი ფოტორეპორტაჟი

საფეხბურთო სეზონი დაიწყო, ევრო 2012 და ზაფხულის მზე ძალას იკრებს და საღამოს საათებში ფაქტიურად შეუძლებელი გახდა თბილისის ბარებსა თუ რესტორანში მოხვედრა. ზოგან მაგიდას ვერ იშოვით, ზოგან კი - მანქანის დასაყენებელ ადგილს. არჩევანი დიდია. ამჯერად ჩვენ ერთ-ერთი სპორტული ტავერნადან - 11 კათხადან წარმოგიდგენთ ფოტო-რეპორტაჟს. ეს ფოტოები ჯერ ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით ადრეა

რესტორანი “შავი ლომი”

შავი ლომი - ეს ის რესტორანია, რომელიც ბოლო დროს ამოვიჩემე და ჩემს უცხოელ სტუმრებთან ერთად უკვე რამდენჯერმე ვიყავი. სასიამოვნო, მშვიდი ინტერიერი, გემრიელი კერძები და კარგი ფასები - ეს სამი მიზეზი უკვე საკმარისია. თანაც, წლიდან წლამდე ერთსა და იმავე კაფე-რესტორნებში სიარული, ერთი და იგივე კერძებისა და დესერტების გასინჯვა ცოტა მომბეზრდა. ამიტომ

გარგრის ტარტი

ეს არის აბსოლუტურად ექსპრომტად გაკეთებული ტარტი, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმე საათს იცოცხლა :) სიმართლე გითხრათ,მისი მომზადებისკენ გარგრის ჯემის უკანასკნელმა ქილამ მიბიძგა. ცოცხალი ხილით ალბათ ორმაგად გემრიელი იქნება ... ცომი: 150 გ ფქვილი 50 გ ნიგოზი 50 გ შაქარი 100 გ კარაქი (მარგარინი) 1/2 კვერცხი შიგთავსი: 500 გ გარგრის კონფიტიური, ჯემი, მურაბა 2 ს.კ სახამებელი (სიმინდის, კარტოფილის) ლიმონის

Top